ჩემს შვილს აქვს ფეხებს შუა კანი წითელი, და ამომშრ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

commerce
14-11-2019

გამარჯობათ, ჩემს შვილს აქვს ფეხებს შუა კანი წითელი, და ამომშრალივით, არის 21 წლის. ძალიან ექავება, ეს აღმოვაჩნეთ იმის შემდეგ როცა თმის რაღაც პარაზიტი ამოიყვანა (pubic lice) რომელიც როგორც ცნობილია ფიზიკური ურთიერთბით გადადის, კიდევ ყავს, ხან 5 ამოყავს სხეულიან(უფრო გენიტალიის მიდამოებში), ხან 10 ცალი..არიან ძალიან პატარები, კიბორჩხალებს გვანან. რა შეიძლება რომ წაისვას, ვიყავით ექიმთან მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ის მაზები რაც დაგვინიშნეს.. გთხოვთ დაგვეხმაროთ. სურათი ქვემოთ. მადლობა

პასუხი
- თქვენი მონათხრობის მიხედვით, ბოქვენის ტილია პრობლემის მიზეზი. მდგომარეობა არის გართულებული იმის გამო, რომ ნაკბენები იწვევდა ძლიერ ქავილს და განვიტარდა კანის დაზიანება. აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობა დერმატოლოგთან.
აფთიაქებში იყიდება ბოქვენის პედიკულოზის სამკურნალო პრეპარატები. მოიკითეთ და გეტყვიან. ერთხელ გამოყენებაც საკმარისია, რომ მოიშოროთ ტილი.
დღეისათვის შემუშავებულია მრავალი სახეობის სამკურნალო პრეპარატი ბოქვენის ტილის საწინააღმდეგოდ. მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები შემდეგია:
პრეპარატი ისმევა ბოქვენის თმის საფარზე და პერიანალურ ნაწილში; რეკომენდირებულია თმის საფარის გაპარსვა; პრეპარატის გაჩერება საჭიროა გარკვეული დროით (30-40 წუთი);
შემდეგ საჭიროა პრეპარატის ჩამობანა წყლითა და საპნით; როგორც წესი საკმარისია ინსექტიციდის ერთხელ გამოყენება; პარტნიორებმა ერთდროულად უნდა გაიარონ მკურნალობა; მკურნალობის დროს საწოლის და პირადი თეთრეული უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხნარით (უნდა გამოიხარშოს და დაუთოვდეს ორივე მხრიდან).
რადგან კანი გაღიზიანებულია, ამის შემდეგ დაგჭირდებათ სხვა მკურნალობაც, რომელსაც დერმატოლოგი დანიშნავს. ჩვენი რჩევა იქნება დროულად მიმართოთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად