, მყავს წლის და სამი თვის ბავშვი და კითხვა მაქვს კ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

commerce
13-11-2019

გამარჯობა, მყავს წლის და სამი თვის ბავშვი და კითხვა მაქვს კვების რეჟიმთან დაკავშირებით. აქამდე დღისით ორჯერ ვაძინებდი მაგრამ ბოლო დროს ღამით უკვე 4-ის მერე იღვიძებდა და აშკარად ფხიზლად იყო და გადავიყვანე ერთ ძილზე დღისით. ღამით 2-3 ჯერ მაინც იღვიძებს მაგრამ ძილს აგრძელებს (ძუძუს ვაძლევ ხოლმე ღამით).მე მაინტერესებს, რამდენად სწორად ვიცავ დღისით კვების რეჟიმს:დილით იღვიძებს 7 დან ან 8-ის ნახევრამდე, ხშირ შემთხვევაში ძუძუს ვაძლევ და დაახლოებით 9ის წუთებზე ვაჭმევ ფაფას. შემდეგ გამყავს სასეირნოდ და ჰაერზე ვაჭმევ სადღაც 11 საათზე - ვაშლს და ხაჭოს. შემდეგ პირველის ნახევარზე ვაჭმევ ხან ხორციან სუპს, ხან ბოსტნეულის სუპ-პიურეს და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობ ყოველ დღე სხვადასხვა ინგრედიენტებით მოვამზადო. როცა გაიღვიძებს სადღაც 4 ის ნახევრისკენ ვაძლევ ისევ ძუძუს. 6 საათზე ვაძლევ მაწონს და ორცხობილას.საღამოს 9-ის ნახევარზე ფაფას და 9 ზე უკვე ვამზადებ ძილისთვის. + დღის განმავლობაში ხშირად, რამდენჯერაც მთხოვს, ძუძუს ვაძლევ. გთხოვთ მომწეროთ, რამდენად სწორია ეს რეჟიმი. ხომ არ არის გადატვირთული ან პირიქით? დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი

- კვების სპეციალისტთა რეკომენდაციით, ძუძუთი კვება შეგიძლიათ 2 წლამდეც, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს გახანგრძლივებული ხასიათი, ანუ მთელი დღე არ უნდა აწოვებდეთ მრავალჯერადად და მით უმეტეს ღამით - სამჯერ. 1 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე გადაგვყავს ზოგად მრავალფეროვან რაციონზე, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, ცილებით, ზომიერად სეიცავდეს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. თქვენ შემთხვევაში ზოგადად სწორად არის მენიუ შედგენილი. 
გაეცანით კვებით რეკომენდაციებს ჩვენს საიტზე:

ბავშვის კვება 1 წლიდან

თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად