რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ხალი მაქვს სახეზე ყბასთან, უფორმოა არ აქვს წარმონაქმნი ზედ, ბეწვებიც ამომდის და ვიპარსავ ჩვეულებრივ, ათასში ერთხელ წამწკმენტავს ხოლმე უცებ და მორჩა, ანუ არის რამე საგანგაშო? ან მომავალში რა გავითვალისწინო გარდა იმისა რომ უნდა მივაკითხო შესაბამისი სფეროს ექიმს.
პასუხი
-უნდა ერიდოთ ხალის ტრავმირებას. თუ რაიმე ცვლილებას შეამჩნევთ, მიმართეთ დერმატო-ონკოლოგს. კონსულტაცია აუცილებელია, თუ: ხალმა იცვალა ფერი -შემცირდა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ, სიშავემდეც კი; შეფერილობა არათანაბარზომიერი გახდა, პერიფერიაზე გაჩნდა რგოლისმაგვარი ლაქა ან ერთმანეთთან შეერთების ტენდენციის მქონე სხვადასხვა ზომის კვანძები; ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა; ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა არეოლა -ანთებითი სიწითლე. ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა; ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ; ხალის ან პიგმენტური ლაქის ზედაპირიდან თმა გაცვივდა; ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები.