!მოკლედ ვერ გეტყვით და მომიწევს ვრცლად დაწერა.მაწუ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
11-11-2019

გამარჯობა!მოკლედ ვერ გეტყვით და მომიწევს ვრცლად დაწერა.მაწუხებს გულის ტკივილი, ფეხების ტკივილი, გონების წასვლის შეგრძნება, სიკვდილის შიშები, თრომბის შიში, თავის ტკივილები, გულის რევის შეგრძნება, უჰაერობა და სიცხე.უკვე 657 დღეა რაც ამ კოშმარით ვცხოვრობ, ამ 657 დღიდან ალბათ 600 დღე გული მაწუხებს სხვა ორგანოებთან ერთად.გავიკეთე: ეკგ, კარდიოექოსკოპია, ჰოლტერის ტესტი.ასევე გავიკეთე ჩიყვის ანალიზი და სისხლის საერთო, კოაგოლუგრამა, ქოლესტერინის ანალიზი და D დიმერის ანალიზი.კოაგულოგრამას შედეგია: პოთრომბინის დრო-11.40 წმპოთრომბინის ინდექსი- 109%საერთ.ნორმალიზებული ფარდობა-0.91აქტიური ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დრო- 31.30წნთრომბინის დრო-15.30წმფიბრინოგენის კონცენტრაცია-4.17 გ/ლქოლესტერინი:საერთო ქოლესტერინი-4.07მმო/ლტოტალ ქოლესტერინი- 157.35მგ/დლმაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი-0.69 მმო/ლHDL-ქოლესტეროლი- 26.68მგ/დლტრიგლიცერიდები- 2.42 მმოლდაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი-3.30LDL-ქოლესტეროლ— 127.58ს.ქ-მ.ს.ქ-3.38საერთო ქოლესტერინი- 5.90დ.ს.ქ/მ.ს.ქ თანაფარდობა 4.78ათეროგენობის კოეფიციენტი- 4.90მაინტერესებს შეიძლება თუ არა და ვარ თუ არა თრომბის რისკის ქვეშ ამ ანალიზებიდან გამომდინარე და მაინტერესებს იცის თუ არა გულმა ამდენხნიანი(657 დღე) ტკივილი ყოველდღე.დოპლერიც გადაღებული მაქვს და მრტ თავზე და ყველაფერი რიგზეაო.ჰოლტერზე, ეკგ და ექოზეც გულზე ნორმააო ყველაფერიო მარტო სინუსური არითმია გაქვსომადლობა წინასწარ! ვარ 23 წლის, გადატანილი დაავადებები არ აღმენიშნება სერიოზული დაავადება 5 წლის წინ მქონდა მოციმციმე არითმია ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული.მაინტერესებს რისი ბრალია ჩემი ეს 2 წლიანი მდგომარეობა კარდიოლოგები მეუბნებიან არაფერი გჭირს, ანგიოლოგებიც მეუბნებიან არაფერი გჭირს არადა გულის ტკივილი მაქვს უივე 2 წელია

პასუხი
- კოაგულოგრამაზე უკვე მოგწერეთ. ასაკის და მონათხრობის გათვალისწინებით, თქვენი ჩივილები ნერვული სისტემის მომატებულ აგზნებას უნდა უკავშირდებოდეს. კარგი იქნება თუ მკურნალობას ჩაიტარებთ ფსიქონევროლოგთან. გულის ტკივილი 2 წელი არ არსებობს. გულის რამდენიმეწუთიანი ტკივილიც კი უკვე მიოკარდიუმის დაზიანებას იწვევს. შეუძლებელია გულის არეში ტკივილი წლობით გრძელდებოდეს. დააკვირდით ტკივილის ხასიათს, მოძრაობას ხომ არ უკავშირდება? თუ ასეა, მაშინ ხერხემალიც გამოიკვლიეთ. სინუსური არითმია ასევე ნევროზს უკავშირდება ხოლმე უხშირესად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად