,მყავს წლის და ორი თვის ბიჭი გვაქვს ღამე დაძინების... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

commerce
11-11-2019

გამარჯობა,მყავს წლის და ორი თვის ბიჭი გვაქვს ღამე დაძინების პრობლემა,არის ძალიან აქტიური სულ მოძრაობაშია საკმაოდ იღლება და დღე 2ჯერ ითხოვს დაძინებს და იძინებს უპრობლემოდ.საღამოს 5-6საათის გაღვიძებული დაღლილი აი ძალიან რომ ეძინება და მეტი თამაში აღარ შეუძლია ასეთ მდგომარეობაში არ იძინებს ტირის წუწუნებს ხელში ლოგინში კალიასკაში რას აღარ ვცდილობ საღამოს და ბოლოს ძლივს ვაძინებ.ღამეც თუ გაიღვიძა ეძინება და არ იძინებს აღარ ვიცი რა ვქნა რა ვიფიქრო იქნებ მირჩიოთ რამე ასეთ მდგომარეობას უკვე ვეღარ ვუძლებ.დავალევინე ნეო პეკის რელაქსი და არ მაქვს შედეგი.სუპრასტინს და ვალერიანის წვეთებს ვაძლევ ხოლმე და მეშინია ასე ხშირად რომ ვალევინებ.კატაბალახას ფესვები თუ შეიძლება საღამოს რომ მივცე მირჩიეთ გთხოვთ რა ვქნა

პასუხი
- რადგან ღამით დაძინება გიჭირთ, წლის და 2 თვის ბავშვი შეგიძლიათ გადაიყვანოთ დღეში ერთხელ დაძინებაზე და ყველა პრობლემა მოგეხსნებათ. რამდენიმე დღე გაგიჭირდება ამ რეჟიმზე გადაყვანა, მაგრამ ცოტა გვიან დააძინეთ შუადღისას და უფრო ხანგრძლივად დაიძინებს, ღამემდე კი უფრო მეტი დრო იქნება და ადვილად დაეძინება. ზოგადად ეს რეჟიმი ინდივიდუალურია ბავშვებისთვის. სავარაუდოდ პატარას დღის ძილი ისეთი ხანგრძლივობით აღარ სჭირდება და ღამის ძილს ამოკლებს ამის გამო. 
ვალერიანის ფესვების ნაყენი შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს ასაკისთვის შესაბამისი დოზირებით. სუპრასტინის ასე უკონტროლოდ მიცემა მხოლოდ დაძინების მიზნით, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. 
თუ ზოგადად ატყობთ, რომ ძილი დარღვეული აქვს და დღისითაც ჩაძინება პრობლემურია, აუცილებლად უნდა გაუკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და შეუმოწმოთ ჰემოგლობინი, ასევე შეუმოწმეთ სისხლში კალციუმის დონე.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად