დაახლოებით სამი წლის წინ ძაღლის ნაკაწრის გამო ავიც... | სხვადასხვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხვადასხვა

კატეგორია - სხვადასხვა

commerce
08-11-2019

დაახლოებით სამი წლის წინ ძაღლის ნაკაწრის გამო ავიცერი. იმუნოგლობილინი და ანტიტეტანისი ცოფის ვაქცინასთან ერთად. ჩამიტარეს. ეს უკვე მეოთხე ჯერია, რაც ანტირაბიული აცრების გაკეთება მომიხდა 14 წლის მანძილზე. გუშინ კნუტმა დამკაწრა. საჭიროა , თუ არა განმეორებით აღნიშნული აცრის ჩატარება?მივმართე ანტირაბისტს რეგიონში. ანტირაბისტმა მხოლოდ ცოფის ვაქცინა დამინიშნა და დღეს მეორე აცრა გავიკეთე. მან მითხრა, რომ მესამე გავიკეთო იმ შემთხვევაში, თუ კი კნუტი ავად გახდება. შემდეგი აცრა მიწევს 12/11. მან დამავალა გავიგო კნუტის მდგომარეობა და მის მიხედვით გადავწყიტო. საქმე იმაშია, რომ კნუტმა ჩემამდე დაკაწრა ოჯახის სხვა წევრებიც, ერთი თვის წინ მაგრამ კარგად გრძნობს თავს, არც ისინი იცრებიან.როგორ მოვიქცე? როგორ მოვიქცე?

პასუხი
- პირველ რიგში იმას გირჩევთ, რომ მოერიდეთ ცხოველებს, რადგან ამდენი აცრა არ არის სასურველი ორგანიზმისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოიქეცით ისე, როგორც რაბიოლოგმა გითხრათ - თუ კნუტი ჯანმრთელად იქნება, აცრების გაგრძელება არ არის საჭირო. ოჯახის სხვა წევრების მიხედვით დასკვნებს ნუ გააკეთებთ, შეიძლება ადრე არ იყო დაავადებული ცხოველი და მერე დაავადდა. ასე რომ, ზუსტად შეასრულეთ რაბიოლოგის მითითება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად