, ჩემი პატარა 2თვის იყო როცა ბეცეჯე აცრა გაუღიზიან... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

07-11-2019

-გამარჯობა, ჩემი პატარა 2თვის იყო როცა ბეცეჯე აცრა გაუღიზიანდა, ექიმმა ნორმა არისო და უკვვე 7დღეა გაგიზიანებული აქვს მაგრამ შედარებით უკეთ აქვს. თან გაღიზიანების შემდეგ ბავშვი აირია ღამე აღარ ძინავს ტირის დღისით ცოტა ძინავს საჭმელს ზოგჯერ კარგად ჭამს ზოგჯერ ცოტას ჭამს, ბუნებრივზეც მყავს და ვამატებ ნუტრიბენ კომფორტსაც. მაინტერესებს შეიძლება ასეთი ხასიათის უცებ ცვლილება ბცჯს გაღიზიანებამ გამოიწვიოს?

პასუხი
-ბცჟ-ტუბერკულოზის ვაქცინაციის შემდეგ ინექციის ადგილზე 1-1,5 თვის შემდეგ ვითარდება ადგილობრივი სპეციფიური რეაქცია ინფილტრატის, პაპულის, ფისტულის, წყლულის სახით 5-10მმ დიამეტრის.
აღნიშნული მიდამო დაცული უნდა იყოს მექანიკური გაღიზიანებისგან, განსაკუთრებით წყლის პროცედურების დროს.
გამოვლენილი ადგილობრივი რეაქცია უკუგანვითარებას განიცდის 2-3 თვის და ზოგჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ვაქცინაციის ადგილზე საბოლოოდ ყალიბდება 10მმ დიამეტრის ნაწიბური.
თუ ინექციის ადგილზე გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ნორმის ფარგლებში ჯდება, ის არ ახდენს გავლენას ახალშობილის საერთო მდგომარეობაზე.
საეჭვო შემთხვევაში ინექციის ადგილის მდგომარეობა შეაფასებინეთ პედიატრს.
ამ ასაკში ბავშვის ჭირვეულობის ძირითადი მიზეზი არის კოლიკა, ნაწლავთა კოლიკა ძირითადად 3-4 თვემდე გასტანს ხოლმე. პატარების მხოლოდ ნაწილი ახერხებს დაგროვილი აირების ორგანიზმიდან გამოდევნას, დანარჩენებისთვის კი მეტეორიზმი აუტანელი ტკივილის მომტანია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად