! ცხვირიდან მომდის სისხლიანი ლორწო,ვერ ვხვდები მიზ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

commerce
07-11-2019

გამარჯობა! ცხვირიდან მომდის სისხლიანი ლორწო,ვერ ვხვდები მიზეზს,თუმცა რაღაცეებზე მეფიქრება რაც შეიძლება იწვევდეს ამას.გაკეთებული მაქვს ძგიდეს ოპერაცია ორჯერ,+ პოლიპები.პირველად რომ გავიკეთე ძგიდე მერე დამეწყო სისხლიანი ლორწო,სისხლი იმდენად იშვიათი და ცოტაა რომ,ნესტოშივე დედდება და ლორწოს მოყვება ზოლად ან შეიძლება წერთილივით.პირველი ძგიდეს ოპერაციის შემდეგ მარცხენა ნესტოში მაინც მიჭირდა სულნთქვა მივედი ექიმთან და ჩამიტარეს ყველანაირი კვლევები რაც შეიძლება ჩაეტარებინათ.გადამიღეს თავზე,დაათვალიერეს ცხვირის მიდამოები,ცხვირის მარცხენა მხარეს აღმოჩნდა მცირე ზომის წანაზარდი,ანალიზებით(ციტოლოგია,ბიოფსია,მორფოლოგია,იმუნოჰისტოქიმია) გამორიცხეს სიმსივნე და დასკვნაში მაქვს პოლიპები.ამიშემდეგ გავიკეთე მეორე ოპერაციაც ძგიდე+პოლიპები.შედეგი დიდი ვერაფერი.მარცხენა მხარეს წოლისას რამდენიმე წუთში იქვიშება მარცხენა ნესტო.მარჯვნივ გადმოტრიალებისას ორივე გახსნილია.მარჯვენა ნესტო არ მექვიშება.ვერ გავიგე რაშია საქმე,ცალკე ეს სისხლიანი ლორწო მაფიქრებს,ხანდახან მგონია რომ ცხვირის გამყოფი ხრტილია დაზიანებული,ვინაიდან და რადგანაც სწორდ=ედ ამ ხრტილზეა შედედებული სისხლი.რას ფიქრობთ აღწერიდან გამომდინარე რაშეიძლება იყოს?შესაძლოა ოპერაციიის შედეგად დაზიანებულიყოს რომელიმე კაპილარი და ესე გაციების დროს მუდმუვად სისხლიანი ლორწო მქონდეს?(ზუსტად მახსოვს პირველ ოპერაციამდე სისხლიანი ლორწო არ მაწუხებდა).

პასუხი
- რასაც აღწერთ, ეს კაპილარული სისხლდებაა, მიზეზი არის ხოლმე ლორწოვანის დაზიანება, პოლიპი, ლორწოვანის ჰიპერტროფია ან ატროფია. დიახ, სავარაუდოდ ოპერაციას უკავშირდება ეს ყველაფერი. ზოგადად, ერთ მხარეს რომ გაქვთ ცუდი გამავლობა, ეს სახის გარკვეულ ასიმეტრიასაც უკავშირდება ხოლმე, მხოლოდ ძგიდე არ არის დამნაშავე.  
სისხლდენა დროთა განმავლობაში უნდა შეწყდეს, კარგი იქნება სისხლძარღვთა რეგენერაციის ხელშემწყობ საშუალებებს თუ გამოიყენებთ. ასეთია მაგალითად ქაცვის ზეთი ან სხვა მცენარეული საშუალებები, რომლებიც ამავდროულად დაარბილებს და დაანესტიანებს ლორწოვანის ზედაპირს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად