. ადრე აქ დავწერე კითხვა, რომ კისერზე მაქვს პატარა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

04-11-2019

-გამარჯობა. ადრე აქ დავწერე კითხვა, რომ კისერზე მაქვს პატარა ბურთულასავით მარცხენა მხარეს, რბილი და ტკივილით არ მტკიოდა. შესაბამისად მივიღ პასუხი, რომ შესაძლოა ლიმფური კვანძი იყოსო. აქედან გამომდინარე იქნებ მითხრათ რომელი პროფილის ექიმთან უნდა მივიდე ასეთი პრობლემის დროს? და ადრე საერთოდ რომ არ მაწუხებდა ახლა ვამჩნევ რომ დიდხანს თუ თავს მაღლა ავწევ, ან კისერი მაქვს არასწორ მდგომარეობაში არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება და თითქოს კისერი მეძაბება, ასევე მაგ მხარესვე ანუ მარცხენა მხარეზე ბეჭი მიბუჟდება მტკივდება. ზომაში არ იზრდება. დამატებით იმასაც დავწერ რომ 27 წლის ვარ. და მე სკოლის პერიოდიდან ზოგადად დიდხანს რომ მიწევდა მეცადინეობა და გაუნძრევლად ჯდომა კისერი და მხრები მტკიოდა და მიბუჟდებოდა, ვვარაუდობდით რომ "ოსტეოხონდროზი" მქონდა, ან რომელიმე მსგავსი პრობლემა. დღემდეც ეგრე ვარ, დიდხანს რომ ვარ მჯდომიარე ან გაუნძრევლად ვაკეტებებ რამეს მაშნვე მტკივდება კისერი და მიბუჟდება. რამე კავშრი ხომ არაა ამ ყველაფერს შორის? და რამე საშიში ხომ არ მჭირს კისერზე? იქნებ დეტალურად დამაკვალიანოთ სად, რომელი პროფილის ექიმს უნდა მივმართო? და იქნებ თვენც თვენი ვარაუდი მითხრათ ჩემ პრობლემაზე. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

პასუხი
-კისრის, მხრების, ბეჭების ტკივილი ხერხემლის პათლოგიას უნდა უკავშირდებოდეს; ამიტომ დიაგნოზის დაზუსტებისა და მდგომარეობის  ადექვატური რჩევების მისაღებად ხერხემლის სპეციალისტს - ორთოპედ-ვერტებროლოგს უნდა მიმართოთ.
რაც შეეხება კისერზე კანქვეშა წარმონაქმნს, ამას აფასებენ კანისა და რბილი ქსოვილების სპეციალისტები, გაკეთდება ექოსკოპიური გამოკვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად