ზაფხულში ნაცხის ანალიზში მქონდა გარდნერელა დადებით... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
04-11-2019

ზაფხულში ნაცხის ანალიზში მქონდა გარდნერელა დადებითი, ბაქტერიები დიდი რაოდენობით (გრ+ჩხირები და კოკები), კეიკოციტები UR 7-10 VAG 10-12 , CER 4-6. ისე მოხდა, რომ მკურნალობის დაწყებისთანავე წავედი ზღვაზე მეგობრებთან ერთად . პირადი ჰიგიენის ნივთები ერთად გვეწყო ხოლმე. ვიცი რომ ზღვაზე თუნდაც სველი კოსტუმით ყოფნა უფრო საშიშია ინფექციების მხრივ მითუმეტეს თუ იმ ადგილას დაჯექი სადაც ინფიცირებული იჯდა ან იწვა და ასე შემდეგ. შეიძლება დეტალებს ვაკვირდები მაგრამ , ზღვიდან ამოსულს ჩემი გამონაცვალი კუპალნიკი და პირსახოცი ჩამიდია ჩანთაში სადაც ჩემს მეგობრებს ედოთ თავიანთი სუფთა საცვლები, რომელიც შემდეგ ჩაიცვეს . ვიცი რომ პირადი ჰიგიენის ნივთების გამოყენებით შეიძლება ამ ინფექციების გადაცემა მაგრამ ესეთ სიტუაციებშიც თქვენ როგორ ფიქრობბთ არის საფრთხე რომ ვინმესთვის რამე გადამედო ? მაგ პერიოდში ვმკურნალობდი უკვე მაგრამ ცოტა ხნით ადრეც ვიყავი მეგობართან ერთად ზღვაზე ,ალბათ მაშინაც მქონდა ეს ინფექციები და თუნდაც ჩემს პირსახოცზე რომ მჯდარიყო ვინმე შეიძლება გადაცება ინფექციის ? თუნდაც გარდნერელაზე ისიც წამიკითხავს შეიძლება აბაზანაშიც დარჩეს ბაქტერიაო და როგორ ფიქრობთ დაველაპარაკო ჩემს მეგობრებს?.იმიტომრომ როგორც ვიცი უსიმპტომოდ მიდის ხშირად გარდნერელა როცა გაქვს და ზაფხულის მერე ამდენი დრო გავიდა და არ მინდა საფრთხე შევუქმნა და რამე სჭირდეთ ისე რომ ვერც გაიგონ. მკურნალობის კურსს როცა გავდიოდი მაშინაც და მანამდეც როცა არ ვმკურნალობდი საშიშია ესეთი სიტუაციები გოგოებისთვისა და ბიჭებისთვისაც ? ინფექციების გადაცემა როგორ ხდება ასე თუ ისე ვიცი უბრალოდ ესეთ სიტუაციებში მაინტერესებს როგორ ფიქრობთ მართლა სანერვიულოა თუ მე ვაკვირდები დეტალებს

პასუხი
პასუხი: ზოგადად, გარდნერელა მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, თუმცა თეორიულად ჰიგიენური საგნებითაც შეიძლება მოხდეს გადაცემა, მაგრამ რისკი ძალიან დაბალია. ამასთან, გარდნერელას ახასიათებს სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენი. თქვენ შემთხვევაში შესაძლებელია აუხსნათ სიტუაცია მეგობრებს და ურჩიოთ მათ პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარონ ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზი.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად