ვარ 17 წლის ბიჭი ესეგი რა პრობლემა მაქვს სწავლასთ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-11-2019

-გამარჯობა ვარ 17 წლის ბიჭი ესეგი რა პრობლემა მაქვს სწავლასთან დაკავშირებით მაგ ინგლისური დახლოებით ყველაზე მინიმუმ 4 - 5 საათი მჭირდება იმისათვის რომ 50 სიტყვა ვისწავლო და ჩავაბარო მასწავლებელს მაგრამ ეს წინა დღეს რომ ვისწავლე შედეგ მეორე დღეს გადავიმეორე ბევრჯერ და მივვსულვარ ბევრჯერ მასწთან მაგრამ ვერ ჩამიბარებია არ ვიცი რაა მემართება რისი ბრალია? გადაღლილობის? ეს უკვე გრძელდება 2 თვეა

პასუხი
-მეხსიერება ყველას ერთნაირი არ აქვს და შესაბამისად, მასალის დასწავლის დრო განსხვავებული ცალკეული ინდივიდისთვის. თუ ბოლო პერიოდში შენიშნეთ მეხსიერების დაქვეითება, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს. შეიძლება უბრალოდ გადაღლილი ხართ და გჭირდებათ დასვენება, შეიძლება ანემია გაქვთ ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა.
პარალელურად გაითვალისწინეთ, რომ ტვინის საუკეთესო მკვებავი, პირველ რიგში, რაციონალური კვებაა, ასევე, აუცილებლია ნორმალური დღის რეჟიმი (ღამის სრულფასოვანი ძილი 7-8 საათი). დღის მანძილზე უნდა ღებულობდეთ საკმარისი რაოდენობის სითხეს(წყალს) და ეცადოთ დროის სწორ გადანაწილებას.
მეცადინეობის დროს დროდადრო აუცილებელია შესვენება და გაამახვილეთ ყურადღება ფიზიკურ აქტივობაზეც, რაც აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად -ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
კონკრეტული რჩევები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/4949-rogor-gaviumjobesoth-mekhsiereba.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად