.1 წლის წინ სმს ვუნახე ქმარს შეხვედრაზე საუბრობდა.... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

29-10-2019

გამარჯობა.1 წლის წინ სმს ვუნახე ქმარს შეხვედრაზე საუბრობდა.მაგ დროს ორსულად ვიყავი 4 კვირის,ჩემთვის ეს იყო შოკი.2 დღეში გამონადენი დამეწყო და ფაქტიურად ბავშვი დავკარგე.ისედაც ემბრიონი არ ჩანდა და ცოტა განცდები მქონდა.ამის მერე მეფიცებოდა რომ არაფერი იყო ეს.დიდი ნერვიულობა გადავიტანე მაგრამ ყველაფერი მოგვარდა,ძალიან თბილად მექცეოდა ქმარი.უბრალოდ ეჭვი ავიღე ისევ რადგანაც აშკარა იყო რომ ვიღაცას წერდა.პაროლიც კი ედო.არადა არანაირად არ ეტყობოდა სხვა მხრივ.არასდროს დაგვიანება ან სადმე გასვლა შაბათ-კვირას.მოკლედ გავტეხე პაროლი და თვეების მანძილზე დაგროვილი სმს წავიკითხე.მიყვარხარო ეუბნებოდა და როგორც ჩანს სექსისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს.ეს გოგო თანამშრომელი აღმოჩნდა,ერთი რომ ერთ შენობაში არ არიან.ეს იყო მეორე შოკი და განადგურება საშინელი.დავუკავშირდი იმ გოგოს და ვუთხარი სათქმელი.ახსნა დაიწყო ისევ რომ ვითომ სახმარად უნდოდა და შებმას ცდილობდა არადა უკვე ქონდათ შეხვედრები.3 ბიჭი მყავს და არანაირად არ მინდა ოჯახის დანგრევა,მითუმეტეს გიჟდება შვილებზე და ბავშვებიც.მე სიყვარულის აღარ მჯერა მაგრამ ვატყობ ვუყვარვარ.უბრალოდ სასტიკად მიჭირს იმის პატიება რომ იმის ნაცვლად რომ შეეწყვიტა თავიდანვე ურთიერთობა უფრო დაუახლოვდა.მითუმეტეს მუცელი მომეშალა და ამან კი ისევ გააგრძელა ურთიერთობა.აღარ ვიცი რა ვქნა.ეხლა აღარაფერი ხდება უბრალოდ ვთხოვ სამსახურის მიტოვებას და მპირდება. თითქოს ის დამამშვიდებს მაგრამ არ ვიცი მიჭირს მეორედ პატიება.რას მირჩევთ რა შეიძლება რომ დავივიწყო ეს ყველაფერი და ფიქრები აღარ მქონდეს.გთხოვთ მიპასუხოთ

პასუხი
-კატეგორიულად გააფრთხილეთ მეუღლე, რომ მეტს არ აპატიებთ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაშორდებით. სამწუხაროდ, ის თუ როგორ დაივიწყოთ მეუღლის ღალატი, ვერ გასწავლით. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ გარეგნობას- ეცადეთ ყოველთვის კარგ ფორმაში იყოთ. იყავით თბილი და ალერსიანი მეუღლის მიმართ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად