18 წლის გოგო ვარ და ვერ ვამყარებ ადამიანებთან კომ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

28-10-2019

გამარჯობათ, 18 წლის გოგო ვარ და ვერ ვამყარებ ადამიანებთან კომუნიკაციას რაც საშინლად მიშლის ხელს ცხოვრებაში რადგან ვხედავ გარშემო ყველას მეგობარი ყავს, ყველას ძმაკაცი თუ დაქალი და მე სულ მარტო ვარ. უბანში ბავშვებთან რო გავდივარ აგდებით მელაპარაკებიან და არა ისე როგორც ადამიანურად ერთმანეთში ლაპარაკობენ.აშკარად შეიმჩნევა ჩემთან ღადაობის 'ტონი' . მხოლოდ ერთი კლასელი 'მეგობრობს' ჩემთან თუ შეიძლება ასე ვთქვა მაგრამ ისიც ღადაობს ჩემზე, ერთხელ რო ვუთხარი მეც დავიწყებ მანდ მუშაობას სადაც შენ ხართქო შენნაირი დებილები არ აყავთ მანდ დაამსხვრევ ყველაფერს და შენი გადასახდელი დარჩებაო. მე ფბში არ ვდებ ჩემ ფოტოებს სხვადასხვა პოზებში რასაც სხვა გოგოები აკეთებენ, არ ვიცმევ მოდურად. ყოველთვის ერთიდაიგივე მაცვია და არ ვიპრანჭები რადგან ადრე მაკომპლექსებდნენ შენ არავინ შეგიყვარებს, რასგავხარო და მსგავს რეპლიკებს ხშირად მესვროდნენ და ალბათ ამანაც ხელი შეუწყო ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. თან ამ ბოლო დროს ეროვნული გამოცდების დროს კლასელებმა ძაან ამიგდეს სულ ის ეკერათ პირზე რო მე სახლში წავსულიყავი გამოცდების მერე და მათ არ გავყოლოდი კაფეში თუ რესტორანში რომ წავიდოდნენ, მემალობდნენ ბუჩქების უკან და ესყველაფერი დედაჩემს მოვუყევი რადგან მინდოდა გული გადამეშალა ვინმესთვის და ეს რო გაიგეს რო დედაჩემს მოვუყვი ამაზეც მაგრად გამიბრაზდნენ რა ჭორიკანა ხარო , გაგვიფუჭე დედაშენთან ურთიერთობაო და ა.შ და მინდა ესეთი თვისებები როგორ მოვიშალო ანუ ვისი დახმარებაა საჭირო რომ მეც ისეთივე გაწონასწორებული ვიყო როგორებიც ისინი არიან? მაგალითად შეცდომა რო დავუშვი იმით რო დედაჩემს მოვუყევი ეს მანამდე უნდა გამეანალიზებინა რო არ მეთქვა და ვფიქრობ სხვა გოგოარ ეტყოდა და არ გააფუჭებდა ყველაფერსთქო, რა ბოთევარმეთქი და ზოგადად სადაც მე მივდივარ იქ ყოველთვის პრობლემა იქმნება მსგავსი ქცევებით.

პასუხი
-არ იქცევიან თქვენი კლასელები კარგად. თავს ნუ იდანაშაულებთ იმაში, რომ დედას მოუყევით თქვენი პრობლემის შესახებს. აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. იგი ჩაუღრმავდება თქვენ პრობლემას და დაგეხმარებათ გახდეთ თავდაჯერებული .
რამდენიმე რჩევას ჩვენც მოგცემთ:
1. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის მიმართ კეთილად მოქცევა. შეიყვარეთ საკუთარი თავი.
2. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. შეიძლება სხვები რაღაცით  გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი რამ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილი თქვენი პიროვნების, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
3. ჩამოწერეთ მცირე ზომის ფურცეზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ თავდაუჯერებლობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და თქვენ უკეთ გახდებით.
4. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო შეეცადეთ, წაივარჯიშოთ თქვენს სიარულის მანერაზე, ქცევებზე, გამოხედვაზე, ხმის ტემბრზე. არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის სიარულის მანერა, მესამის თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, ჯამში აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში.
5. შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით.
6. მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.
7. შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.
8. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშვათ ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად