ვარ 18 წლის ბიჭი ვატარებ საშუალო წვერს და ბოლო დრ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-10-2019

-გამარჯობა ვარ 18 წლის ბიჭი ვატარებ საშუალო წვერს და ბოლო დროს შევატყვე რო ძირითადად ნიკაპის არეში დაახლოებით 6,7 ღერი და ასევე ლოყებზეც 2,3 ღერი წვერი არის გათეთრებული ჩემი ბუნებრივი ფერი შავია და რისი ბრალი შეილება იყოს გარდა მემკვიდრეობისა ან როგორ შეილება შევაჩერო წვერის გათეთრება

პასუხი
-ადრეულ ასაკში გაჭაღარავება ხშირად არ არის პათოლოგიის ნიშანი, თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, ვიტამინების ნაკლებობასთან, სტრესთან, ალკოჰოლიზმთან...
ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ ან როდესაც ორგანიზმი განიცდის ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობას, ეს მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება.
ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება, როგორც ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს. პირველ რიგში სისხლში განსაზღვრეთ კალციუმის დონე, თუ დადგინდა, რომ ორგანიზმი კალციუმის ნაკლებობას განიცდის, ასეთ შემთხვევაში იზრუნებთ კალციუმის მარაგის შევსებაზე, მენიუ უნდა იყოს დაბალანსებული, გაამდიდრეთ რაციონი ცხოველური ცილოვანი პროდუქტებით.
ნივთიერება თიროზინის დეფიციტიც ითვლება ნაადრევი ჭაღარის მიზეზად, თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში და მისი დეფიციტი უხშირესად დიეტების მოყვარულთ უვითარდებათ ხოლმე.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიტამინ B12-ის დეფიციტიც. ეს ვიტამინიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი ამოღება რაციონიდან ხანგრძლივი დროით აუცილებლად გამოიწვევს გაჭაღარავებას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად