ვარ 21 წლის და ახალი დაწყებული მაქვს ურთიერთობა 21... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

26-10-2019

ვარ 21 წლის და ახალი დაწყებული მაქვს ურთიერთობა 21 წლის ბიჭთან და ერთ დროს ვართ დაბადებულები, ამით იმის თქმა მინდა რომ ერთნაირი ხასიათი გვაქვს და ორივეს ეჭვები გვაწუხებს და გვეშინია რომ ურთიერთობის დროს სხვა უკეთესი ვინმე არ გამოჩნდეს და არ მიგვატოვონ. ამ ბიჭს ჩემი კარგად ესმის და ბევრი ეჭვიც უკან მოვიტოვე ვენდობი მაგრამ ერთი რამ მაწუხებს, ჯერ ერთმანეთი მხოლოდ მოგვწონს და შევეჩვიეთ თუმცა მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია ერთმანეთის ცხოვრებაში, მე მაქვს პრობლემა რომ როდესაც არ ვიცი სად არის და გაურკვევლად ვგრძნობ თავს ეს არ მსიამოვნებს და მუდმივად მეუბნება სად არის და თუ სცალია ხომ სულ მეკონტაქტება. მაგრამ ბოლო დროს თითქოს ჩვევაში გადაუვიდა დილით მოწერა შუადღით ღამით და ვერ ვაგებინებ რომ მთავარი იმის თქმა კი არ არის რომ ეხლა აქ მიდის და მერე 3 საათი არ შემოდის, მთავარი ისაა რომ მალე მოვიდეს და კი მეკითხება მე რას ვაკეთებ ხოლმე მაგრამ ეს კვირაა ავად ვარ და სულ სახლში რომ ვარ თითქოს უსაქმურივით 24 საათი ველოდები როდის მოვა და მომწერს. მშვიდად ახსნა რომ ვცადე ვერ გამიგო რადგან ისე ჩანდა მის თვალშ თითქოს ამდენ ყურადღებას მაქცევს და მე კიდევ უკმაყოფილო ვარ და ყოველსაღამოს პრეტენზიებით ვხვდები, ახლა დილითაც არ დამახვედრა მოწერილი და რომ ვკითხე არ გაუხსნია საღამოა უკვე და ერთხელ რომ დავურეკე არ მიპასუხა და არ ვიცი როგორ მოვიქცე. არ მინდა ასერომ იქცევა და სანამ მომწერს უკვე ვღიზიანდები ცუდი ფიქრები მიჩნდება რაც კიდევ ჩხუბს გამოიწვევს და იქნებ მირჩიოთ ზოგდად რამე თუ უკვე აღარ ვაინტერესებ და არ ეშინია ჩემი დაკარგვის? მე არ მინდა მასე მოვექცე რადგან ერთხელ ვცადე და რა გჭირს ვერ გცნობ რატომ შეიცვალეო და ძალით ეჭვიანობა და სამაგიეროს გადახდა არ მჩვევია....არ მინდა დავკარგო და არც ის რომ სხვასთან მოუნდეს წასვლა და მასთან საუბრის დაწყება და მერე მე მიმატოვოს

პასუხი
-სიყვარული ურთიერთნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სიყვარული განელდება. სიყვარული იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის გარდა სხვა არაფერი გაინტერესებდეს და 24 საათი თვალებში შესციცინებდეთ ერთმანეთს. თქვენ ეჭვიანობთ. ეჭვიანობის საფუძველი კი ეგოიზმია, მესაკუთრული ინსტიქტები და კონკურენციის ქვეცნობიერი შიშია. შეეცადეთ ნდობაზე ააგოთ ურთიერთობა. მოუფრთხილდით ამ სიყვარულს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად