.ჩემი პატარა გოგო არის წლის და ორი თვის ზუსტად.მოკ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობათ.ჩემი პატარა გოგო არის წლის და ორი თვის ზუსტად.მოკლედ პატარა ყიფლიბანდის გამო წლამდე აე მიგვიცია არც დ ვიტამინი და არც კალციუმი.უნდა მიგვეცა ვიცი მაგრამ სამწუხაროდ გვიან გავიგე.არვიცი ვიტამინის ნაკლებობის გამო თუ რატომ კბილები არააქვს ამოსული.ვერც ვატყობთ რომ დაბერილი აქ ღრძილები.ერთერთმა პედიატრმა გვითხრა დაუმუშავეთ თითითო და არ ვიცი ვეღარ ვენდობი ვერავის.ისღა დამრჩენია თქვენ მოგენდოთ და გავითვალისწინო თქვენი რჩევა.ოღონდ არმითხრათ თავის პედიატრთან მიიყვანეო.რამე მირჩიეთ თუ არის სახლის პირობებში შესაძლებელი.ზაფხულში დ ვიტამინი მივეცით კიდევ იუნიქიდსი თუ რა ქვია არ მახსოვს ზუსტად.მე მამა ვარ და დედა არ არის ამწუთას რომ ვკითხო:ddახლა კალციუმს ვალევინებთ.კიდევ რა არის შესაძლებელი რომ გავაკეთოთ?დიდი მადლობა ყველა გაწეული დახმარებისათვის.

პასუხი
-თუ ბავშვს 1,5 წლამდე არ ამოუვა კბილების, მაშინ უნდა გადაუიღოთ ორთოპანტომოგრამა. ორთოპანტომოგრამა არის სპეციალური რენტგენული კვლევა, ეს სურათი სრულ წარმოდგენას გვაძლევს სარძევე (ასევე მუდმივი კბილების), მდგომარეობაზე.
კბილების ამოჭრის ხელშესაწყობად თხიერი და რბილი საკვები საკმარისი აღარ არის. მიეცით ბავშვს პურის ორცხობილა, სტაფილოს მრგვალი ნაჭერი, გაფცქვნილი ვაშლის მეოთხედი(ამ დროს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, რათა ჩამოკბეჩილი ნაწილი არ გადასცდეს სასუნთქ გზებში).
დაღეჭვა აუმჯობესებს ღრძილების სისხლის მიმოქცევას, კვებავს ჯერ კიდევ ამოსაჭრელ კბილებს.
მედიკამენეტის უკონტროლოდ და ჭარბად მიღება არ არის სასურველი, მათ შორის არც კალციუმის პრეპარატების და არც ვიტამინების.
ბავშვი უნდა იკვებებოდეს ასაკის შესაბამისად. ხოლო მედიკამენტის მიღების საჭიროება ექიმმა უნდა განსაზღვროს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად