რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა.ვარ 16 წლის გოგონა,ვიწონი 70კგს,სიმაღლე 175.ბოლო წლის განმავლობაში მოვიმატე საგრძნობლად ,განსაკჯუთრებით არდადეგების პერიოდში. ახლა, მიუხედევად დატვირთული გრაფიკისა წონა მაინც არ მცირდება,დღის განმავლობაში 6-5 კმ-ის გავლა მაინც მიწევს,წყალსაც საკმარისი რაოდენობით ვსვამ. რა შეგიძლიათ რომ მირჩიოთ?
პასუხი
-წონის კორექციისთვის დიეტას საიტიდან ვერ დაგინიშნავთ, უნდა მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგს ჩაგიტარდებათ გამოკვლევები და დაგენიშნებათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული კვების რეჟიმი. არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება დამტებითი ფაქტორი გახდება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების შექმნის. ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდა-განვთარების პროცესზე. მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია. უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან, შემწვარ საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი(მოხარშული) და პური. პარალელურად საჭიროა ინტესნიური ვარჯიში(დაკავდით თქვენთვის სასურველი სპორტით). პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჯანმრთელობის დაუზიანებლად სასურველი შედეგის მიღება.