1 წელია რაც ვსვავ რექსეტინს ნახევარ აბს დღეში , ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

24-10-2019

-გამარჯობათ, 1 წელია რაც ვსვავ რექსეტინს ნახევარ აბს დღეში , მაინტერესებს რამდენად იცის შეჩვევა. რამდენიმე დღე ყოფილა არ მიმიღია და მეწყება თაბრუს ხვევაა. თუ იცის შეჩვევა როგორ შეიძლება თავის დანებება ან რა უნდა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ?

პასუხი
-რასაც თქვენ აღწერთ არის მოხსნის სინდრომი და არა წამალზე დამოკიდებულება.
მოხსნის სინდრომის წარმოქმნის რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, მკურნალობის ხანგრძლიობაზე, დოზის სიდიდეზე და დოზის დაკლების სისწრაფეზე.
ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მძიმეც იყოს.
ჩვეულებრივ სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და ძალიან იშვიათად –პაციენტებთან, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის მიღება.
ძირითადად სიმპტომები თავისით გადის 2კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მეტხანსაც აღინიშნებოდეს (2–3 თვე ან მეტი).

ამიტომ, პრეპარატის მიღების შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე .
კერძოდ, დოზის თანდათანობითი შემცირების რეჟიმი, რომელიც გამოიყენება კლინიკური კვლევების დროს, გულისხმობს დოზის ყოველდღიურ კლებას 10 მგ–ით ერთი კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობას დაუქვემდებარებელი სიმპტომები ქრება დოზის შემცირების ან მოხსნის შემდეგ, დანიშნულ დოზას თვლიან მოქმედად. შესაბამისად, დოზის შემცირება უნდა გაგრძელდეს ოღონდ უფრო ნელა.
როგორც თქვენ გვწერთ ისედაც მცირე დოზას ღებულობთ, ამიტომ ეგ დოზა გაანახევრეთ და დააკვირდით სიმპტომებს რამდენიმე დღე, თუ ჩივილი არ გექნებათ შემდეგ შეიძლება საერთოდ აღარ მიიღოთ. თუ ჩივილი შემაწუხებელი იქნა, მაშინ მიმართეთ ნევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად