ფეხის სოკოს როგორ ვუმკურნალო? თითებს შორის მაქვს .... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

23-10-2019

-ფეხის სოკოს როგორ ვუმკურნალო? თითებს შორის მაქვს . ხალხური მეთოდი თუ იცით ეს მაინტერესებს

პასუხი
-გთავაზობთ ჩვენი მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს:
წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზისგულზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და მაცივარში შედგით. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.
თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე ლიმონის წვენი ისვათ ან გახეხოთ ნიორი, შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1 და ეს ნაზავი გამოიყენოთ.
ჩვენი რჩევა კი ასეთია:
სოკოს დროს საჭიროა ფეხსაცმელების პერიოდული დეზინფეცია, ჰიგიენის ზედმიწვენით დაცვა, ფეხის აბაზანა სოდიანი და სარეცხი საპნიანი წყლით. თვითმკურნალობის დაწყება შეგიძლიათ, მაგრამ შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს, ამიტომ დასაწყისშივე უმჯობესია დერმატოლოგს მიმართოთ, შინაგანად მისაღები პრეპარტები დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, თანაც მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცე­სის კერაში სა­მ­კურნალო საშუალებათა საჭირო კონცენტრაციით მოხვედრას -წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კომპონენტის მიმართ სოკო გამძლეობას გამოიმუშავებს, შედეგად ჩამოყალიბდება ე.წ. რეზისტენტული ფორმები და სოკოვან ინფექციასთან ბრძოლა გართულდება. საჭირო გახდება ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობა.
პარალელურად გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც მოცემულია ბმულზე
https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/4715-rogor-vumkurnaloth-terfis-sokos.html
ტეგები: ფეხის სოკო
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად