მოგესალმებით.ძალიან დავიღალე და ვფიქრობ არ მაქვს ს... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
21-10-2019

მოგესალმებით.ძალიან დავიღალე და ვფიქრობ არ მაქვს საშველი.გთხოვთ მიპასუხეთ.შარშან მთელი ზაფხული ცუდად ვიყავი მქონდა ინტოკსიკაციის მსგავსი მოვლენები საერთო სისუსტე თაბრუსხვევა ხანდახან ძლიერი. თვალების დაბნევება. უცბათ მოვწყებოდი თითქოს მოვიწამლე მერე გამივლიდა ხან დიდხავს გრძელდებოდა ხან ცოტა ხანს.შარდის ნაკლებობაც მქონდა.ამასთან ყურებში მუდმივი წუილი და პირში საშინელი გემო და სუნი დამპლის (ოღონდ ეს სუნი მოდიოდა ყელიდან და სასიდან) ყველაფერი გამოვიკვლიე გადავიღე თავის მაგნიტურ რეზონანსული ტონოგრაფია,მუცლის ღრუს ექოსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი. შარდის ანალიზი, ასევე კრეატინის ანალიზი. TSH ჰორმონის ანალიზი.გულის კარდიოგრამა და ექოსკოპია.თუმცა ყველაფერი წესრიგში იყო მხოლოდ თრომბოციტები მქონდა 5 ერთეულით ნაკლები და ეგ არაფერს ნიშნავსო. ზოგმა ექიმმა მითხრა ყელ ყურ ცხვირის ქრონიკული ინფექცია გაქვსო. და ასევე ერთმა კარგმა ინფექციონისტმა მითხრა რომ შენი პრობლემა კბილებიაო(ჩირქოვანი ფესვები მაქვს ბევრი) ამის შემდეგ ავიღე ნაცხი ყელიდან და ამოვიდა ოქროსფერი სტაფილოკიკი უხვი ზრდით.(ძალიან ბევრ ანტიბიოტიკზე მგძნობიარე იყო რაც გასაკვირიაო). მანამდე სასაზე გამომივიდა რაგაც ჩირქოვანი პატარა და ვერც სტომატოლოგმა და ვერც ყელ ყურის ექიმმა ვერ გაიგო რა იყო ალბათ კბილიდან წასული ინფექციააო.თან ამ დროს დაბალი სიცხე მქონდა და არ ვიცი მაგისგან თუ რისგან და კოლაფსიც დამემმართა, სავარაუდოდ ინტოქსიკაციისგან.მერე დავიწყე კბილეის ფესვების ამოღება და ანტიბიოტიკების მიღება და მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.სუნიც გამიქრა ხახაზე (არ ვიცი კბილების ამოღებამ მიშველა თუ ანტიბიოტიკებმა)თუმცა დამრჩა რამოდენიმე ამოსაღები და აუცილებლად ამოვიღებ მაგასაც.ზოგი ექიმი მეუბნება რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი ტოქსინებს გამოყოფს და მაგიტომ იყავი ცუდადო ზოგი მეუბნება ალბათ კბილების გამოო.10 დღე კვადიმაქსი ვსვი სტაფილოკოკის გამო ექიმმა დამინიშნა მაგრან თითქოს არაფერი შედეგი. ახლა შედარებით კი ნორმალურად ვარ მაგრამ მთლად არა, და ვის მივმართო მკურნალობისთვის რომელ ექიმს? მოვიარე ყველა და არ ვიცი რა გავაკეთო ეხლაც ვატყობ სასაზე კვლავ რაღაც გამომივიდა თუ გამიღიზიანდა და მეწვის. მირჩიეთ რა გავაკეთო დავიღალე ძალიან.

პასუხი
-აუცილებლად გააგრძელეთ მკურნალობა სტომატოლოგთან. კბილების და ღრძილების მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს. როგორც ჩანს, თქვენიი ცუდად ყოფნის მიზეზი დაზიანებული კბილები და ღრძილებია და სტაფილოკოკის უხვი ზრდაც სწორეს ამან გამოიწვია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად