ადრე დავსვი ეს შეკითხვა ------->>>>&g... | ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ზოგადი ქირურგია

კატეგორია - ზოგადი ქირურგია

19-10-2019

გამარჯობა ადრე დავსვი ეს შეკითხვა ------->>>>>> მაინტერესებს თუ შეიძლება კრივით დავკავდე თუ 8 მმ კისტა მაქვს შიგ ტვინშიდა მივიღე პასუხი:::::-არ არის რეკომენდებული, ხოლოს ტვინის ახალწარმონაქმნზე საჭიროა დაკვირვება.მოდით ცოტას დავაზუსტებ აი ჩემი მაგნიტური ანალიზი: ბაზალური ცისტერნები დისოცირებული დეფორმაციის გარეშე. დიდი ჰემისფეროს სუბარაქნოიდული სივრცეები იოლად გაფართოებულია. მარცხნივ მცირე ზომის რეტროცერებალური არაქნოიდური კისტა მაქსიმალური სისქით 8 მმ. შუამდებარე სტრუქტურაა ლატერალური ცდომა არ ვლინდება. ....... მარცხნივ ჰაიმორისს წიაღში ბაზალურად მცირე ზომის მუკოიდური კისტა. რას ფიქრობთ ამაზე

პასუხი
-თქვენი მდგომარეობა უნდა შეაფასოს ნეიროქირურგმა ამ მონაცემის და თქვენი ჩივილების გათვალისწინებით. დაკვირვება დინამიკაში ნებისმიერ ვარიანტში აუცილებელია.
ინფორმაციის სახით გეტყვით რომ : არაქნოიდული კისტა ტვინის სისხლძარღვოვანი გარსისაგან წარმოქმნილი კისტაა. განვითარების დინამიკის მიხედვით, განარჩევენ გაყინულ და პროგრესიდებად კისტებს. როგორც წესი, პირველი - პაციეტში არ იწვევს მნიშვნელოვან შეგრძნებებს, ასეთ შემთხვევაში, კისტა მკურნალობას არ მოითხოვს, აუცილებელია კისტის წარმომქმნელი მიზეზების გამოვლენაზე, აგრეთვე იმ ფაქტორების პროფილაქტიკა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი კისტის განვითარება. პროგრესირებადი კისტების შემთხვევაში, არაქნოიდალური კისტის მკურნალობა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზების მოშორებასა და კისტის მოცილებაზე. მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია კისტის მიერ გამოწვეული ანთებითი ცვლილებების მოსაშორებად, არაეფექტური ან ნაკლებეფექტური კონსერვატიურლი მკურნალობის დროს გამოიყენებენ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებს.
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა : კისტის გახეთქვის რისკი, პაციენტის ფსიქიური მდგომარეობის დარღვევა, გახშირებული და კრუნჩხვითი და ეპილეფსიური სიმპტომებით. კეროვანი სიმპტომატიკის გაძლიერებისას; დროული მკურნალობის შემთხვევაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ძირითადი რისკი დაკავშირებულია არაქნოიდალური კისტის ტვინის ცენტრებზე ზემოქმედება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად