. ჩემს ამბავს მოგიყვებით მოკლედ და თქვენი რჩევა მჭ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

19-10-2019

გამარჯობა. ჩემს ამბავს მოგიყვებით მოკლედ და თქვენი რჩევა მჭირდება.ვარ 20 წლის.1 წელია გავთხოვდი. გათხოვებიდან 5 თვეში მივედი ექიმთან, რადგან ციკლიც ამერია და ორსულობაც არ დგებოდა. გავიკეთე ანალიზები, ნაცხში ამოვიდა მხოლოდ სოკო მცირე რაოდენობით. პროლაქტინი 22.9(ზედა ზღვარი 19.5), პროგესტერონი დაბალი მქონდა, შარდში ოდნავ მომატებული იყო რაღაც. ფოლეკულაც არ იზრდებოდა, ენდომეტრიუმიც ძაან თხელი იყო. დამინიშნეა დუფასტონი მე14 დღიდან 26ე დღემდე, დოსტინექსი 1/2აბი ორშაბათს, 1/2 ხუთშაბათს, ფერტილო ფორტე. 3 თვე ვსვადი, დომინანტი ფოლეკულაც გამოჩნდა მე9 დღეს, მაგრამ ენდომეტრიუმი მაინც თხელი იყო და დივიგელი დამინიშნა 4 დღე, დღეში 1 გრ. მე5 დღეს ენდომეტრიუმი კი იყო გასქელებული მაგრამ ფოლეკულა ცისტად იყო გადაქცეული. შემდეგ 2-3 თვე აღარ მივსულვარ საერთოდ,მხოლოდ ფოლიუმს ვსვამდი. ციკლიც დამირეკულირდა,მე4 თვეს კი ისევ გადამიცდა და მეთქი ამერიათქო, რადგან ტესტმაც არ აჩვენა.იმ საღამოსვე სისუსტე, დაბალი წნევა, გულის რევის შეგრძნება და მკერდის ტკივილი ვიგრძენი, გავიკეთე ხეგე და მქონდა 89, ანუ გადაცდენიდან მე 2-3 დღეს. მაქვს 26 დღიანი ციკლი და ვფიქრობ გვიანი ოვულაცია მქონდა, რადგან თითქოს ვიგრძენი ოვულაციის პერიოდი, რადგან ჩხვეტას და მსგავს სიმპტომებს ვგრძნობდი. ექიმმა მითხრა ხეგე 89 დაბალი მაჩვენებელიაო. ანუ 2 კვირის გავხდებოდი სადღაც 1-2 დღეში. მე3 დღეს ყავისფერი გამონადენი მქონდა და წავედი ექიმთან,ეხოზე არაფერი გამოჩნდა, იმ საღამოსვე წვეთობით სისხლიც გამოყვა და გაგრძელდა ასე 8 დღე,დუფასტონი,მაგნე ბ6 და წოლითი რეჟიმი დამინიშნა. თუ შესანარჩუნებელია შენარჩუნდება ამ წამლებითო. 1 კვირაში მივედი ეხოზე და ენდომეტრიუმი უკვე დათხელებული იყო. ექიმმა იყო ორსულობა, რაღაც კონტაქტი მოხდა მაგრამ ვერ შენარჩუნდაო, ხდება ხოლმე ასეო.შემდეგ თვეს 2 კვირით გვიან მომივიდა, გავიკეთე პროლაქტინი (24) და TSH (ნორმაშია). ისევ დოსტინექსი გავაგრძელო პროლაქტინის დასაწევად? ან რას მირჩევთ, სხვა რა ანალიზი შეიძლება დამჭირდეს, ან კიდევ ორსულობაზე რას მეტყვით? იყო ნამდვილად ორსულობა? ან კიდევ ხეგე იყო თუ არა ნამდვილად დაბალი ორსულობის მე13 დღისთვის. თუკი ორსულობა იყო ტესტმა რატომ არ აჩვენა. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თამარ დიაკონიძე

პასუხი: თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ორსულობა იყო, (ამას ადასტურებს მენსტრუაციის გადაცდენა და დადებითი ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებელი), თუმცა ორსულობა შეწყდა პრეემბრიონულ, ანუ ადრეულ პერიოდში - სანამ მოხდებოდა ემბრიონის  ნიდაცია (მიმაგრება) საშვილოსნოს ენდომეტრიუმში. ორსულობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ანატომიური, ჰორმონული, გენეტიკური,  ინფექციური (ბაქტერიული-ვირუსული) და სისხლის შედედების სისტემის ცვლილებით  გამოწვეული. თქვენს შემთხვევაში უნდა დადგინდეს ორსულობის შეწყვეტის რეალური მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. (რაც შეეხება ორსულობის უარყოფით ტესტს, შესაძლებელია მოხდა ცდომილება, ან არ იყო საკმარისი გადაცილება რომ ტესტს დაეფიქსირებინა მომატებული ქორიონული გონადოტროპინის მაჩვენებელი). არსებული ჰორმონული დარღვევიდან გამომდინარე,  პროლაქტინის ნორმალიზებისთვის აუცილებელია გააგრძელოთ - დოფამინერგული პრეპარატის მიღება - პროლაქტინის  ანალიზის დინამიკაში კონტროლით.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად