ვარ ახალი გათხოვილი, გავიზარდე საკმაოდ შეძლებულ ო... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

02-08-2010

- ვარ ახალი გათხოვილი, გავიზარდე საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. ჩემს მეუღლეს ჰქონდა კარგი სამსახური და ანაზღაურება, მაგრამ დარჩა უმუშევარი, ვერაფრით ვერ ვეგუები გაჭირვებულ ცხოვრებას. მაქვს საშინელი დეპრესია. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი
- ძნელია გაჭირვებასთან შეგუება, მაგრამ დეპრესიაში ჩავარდნა გამოსავალი არ არის. ახლა თქვენ სიძლიერე გმართებთ, მეუღლეს გვერდში უნდა ამოუდგეთ და ერთად გამონახოთ გამოსავალი. ჭეშმარიტ სიყვარულს იმხელა ძალა აქვს, რომ ნებისმიერი გაჭირვების დამარცხება შეუძლია. თქვენი სიყვარული დიდი გამოცდის წინაშე დგას, თქვენი მოვალეობაა მისი გადარჩენა. მიმოიხედეთ ირგვლივ, დააკვირდით რამდენი გაჭირვებული ადამიანია ქვეყანაზე, რამდენი საზღვარგარეთაა გადახვეწილი და იქ მომვლელად მუშაობს ოჯახს პურის ფული რომ გამოუგზავნოს... თქვენ კი გვწერთ, რომ შეძლებული ოჯახიდან ბრძანდებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ოჯახი გვერდში ამოგიდგებათ ამ გაჭირვების ჟამს და თან თუ თქვენს მეუღლეს მაღალანაზღაუდებადი სამსახული ჰქონდა, გარკვეული კაპიტალიც გენებათ დაგროვილი. ერთი სიტყვით, ალბათ არ გშიათ, სახლიც გაქვთ და ჩასაცმელიც. ასე, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ, მთავარია ჯანმრთელობა და სიყვარული. ახლად შექმნილ ოჯახს ძლიერი საფუძველი ჯერ არ აქვს და თქვენ უნდა შეეცადოთ მის გამტკიცებას, ამას შეძლებთ სიყვარულით, მოთმინებით და მომავლის რწმენით.
თუ ატყობთ, რომ დეპრესიას ვერ უმკლავდებით, მაშინ გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეგირჩევთ პრეპარატს. თუ მოახერხებთ (ფინანსურად) ფსიქოლოგთან ვიზიტიც არ იქნებოდა ურიგო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად