მოგესალმებით, მომწერეთ შინაურული ნიღბები თმის ცვენ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

15-10-2019

-მოგესალმებით, მომწერეთ შინაურული ნიღბები თმის ცვენისთვის..და რას მეტყვით დიმეკსიდით გაკეთებული თმის ნიღაბზე?

პასუხი
-არსებობს თმის ცვენის საწინააღმდეგო მრავალი შამპუნი თუ ნიღაბი (უნდა მოიკითხოთ აფთიაქებში ან პარფიუმერიის განყოფილებებში), მაგრამ მათ ექნებათ დროებითი ეფექტი თუ არ მოგიხსნით ამ პრობლემის გამომწვევ ძირითად მიზეზს. მიზეზის დადგენა კი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია.

ნიღბები

*
აურიეთ ერთმანეთში 2-2 ჩაის კოვზი დიმექსიდი, ზეთოვანი ა და ე ვიტამინები, 1ს.კ აბუსალათინის ზეთი და ლიმონის წვენი. წაისვით თმებზე და თავის ქალაზე, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თავი, ზემოდან ქუდი დაიფარეთ და ერთი საათი გაიჩერეთ (ცოტათი წიწკნის შეგრძნება გექნებათ), შემდეგ 2-3-ჯერ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაკეთება.

*1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1ს.კ. თხევადი საპონი და 1ჩ.კ. ალოეს წვენი შეათბეთ ორთქლზე და შეიზილეთ თმის ძირებში. 30 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ 1სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი(1 ლიტრ წყალზე);

* ათქვიფეთ 1კვერცხის გული, შეურიეთ 1სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზელეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

*
სუფრის კოვზ ვაზელინის ზეთს დაამატეთ 10 წვეთი A ვიტამიანი და 10 წვეთი D2 ვიტამინი. შეიზილეთ დაბანილ, მშრალ თმებში და გაიჩერეთ 3-4-საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.

*
ან გააზავეთ წყალში აფთიაქში შეძენილი ცისფერი თიხა და დაიდეთ თმის ძირებთან. ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმისთვის გამოდგება.

*
ასევე, კარგია თალგამის ზეთის შეზელვა კვირაში 1-ჯერ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად