- ენდომეტრიუმი საშვილოსნოს შიგნითა შრეა, მისი ზომები სხვადასხვაა მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში:
მენსტრუაციიდან მე-3-4 დღეს - 0,5 სმ
მენსტრუაციიდან მე-5-7 დღეს - 0,6 სმ.
მენსტრუაციიდან მე-8-10 დღეს - 0,8- ,0 სმ;
მენსტრუაციიდან მე-11-14 დღეს - 0,9-1,3 სმ;
მენსტრუაციიდან მე-15-18 დღეს - 1,0-1,6 სმ;
მენსტრუაციიდან მე-19-23 დღეს - 1,0-2,1 სმ;
მენსტრუაციიდან მე- 24-27 დღეს -1,0-1,8 სმ.
ასე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ მენსტრუალური ციკლიდან მერამდენე დღეს ჩაიტარეთ ექოსკოპიური კვლევა.
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის მიზეზს წარმოადგენს ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, ამიტომ ამ დროს ხშირია ხოლმე მენსტრუალური ციკლის დადარღვევები. გარდა ამისა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია შეიძლება განვითარდეს, როგორც ავთვისებიანი პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროული გამოვლენა და მკურნალობა. საწყის ეტაპზე ქალს შეიძლება არაფერი აწუხებდეს. დროთა განმავლობაში კი შეიძლება განვითარდეს არამენსტრუალური ხასიათის სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც მოგვიანებით ჭარბ სისხლდენაში გადადის, ამ უკანასკნელს კი შეიძლება მოჰყვეს ანემია და ამასათან დაკავშირებული პრობლემები.
ზუსტი დაინოზის დასმის მიზნით უნდა ჩატარდეს საშვილონოს ექოსკოპიური კვლევა, სისხლში ჰორმონების კვლევა, საჭიროების შემთხვევაში - ჰისტეროსკოპია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66