, მაქვს თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი , მაგრამ მთ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-10-2019

გამარჯობა , მაქვს თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი , მაგრამ მთელ თავზე არა , რამოდენიმე ადგილად გამოდის ხოლმე გამონაყარი . ვმკურნალობ და ვაღწევ შედეგებს , ანუ ხანდახან მახსენებს თავს . გთხოვ მომცეთ რჩევები თუ რა გააღიზიანებს მას , რა საკვების და სასმელის მიღებას მოვერიდო და წელიწადის რომელ დროს იცის უფრო განახლება ამ დაავადებამ , მოკლედ ყველაფერი რაც გააღიზიანებს მას რომ მოთხრათ . მადლობა წინასწარ .

პასუხი
– ფსორიაზის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ალკოჰოლი, ინფექციები, სტრესი. ასევე – ზოგიერთი წამალი, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები და ინტერფერონით მკურნალობასაც. შედარებით იშვიათად დაავადების გამწვავებას პროვოცირებას უწევს თამბაქო.
საკვები ამ დაავადების გამწვავებას არ იწვევს, მაგრამ ზოგიერთმა პროდუქტმა, განსაკუთრებით – ალერგიულებმა, შესაძლოა ქავილი გამოიწვიოს, ფსორიაზისთვის კი კებნერის ფენომენია დამახასიათებელი – იმ ადგილას, სადაც მოვიქავებთ, შესაძლოა ახალი ბალთა გაჩნდეს.
დაბოლოს, მზე უმეტესად აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა გამორიცხული არ არის, პირიქითაც მოხდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად