,მაქვს ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის დროს წლები, ჰ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
09-10-2019

გამარჯობა,მაქვს ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის დროს წლები, ჰორმონებზე რამოდენიმეჯერ შევემოწმე-ნორმაშია ყველა. ტრანსვაგინალური გამოკვლევის შედეგი,მენსტრუაციის დაწყებიდან მე-12 დღეს ჩატარდა, იხილეთ მიმაგრებული ფოტო სურათი. გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს გამოკვლევის სურათი და ასევე, ტკვილის გამომწვევი მიზეზები. არ ვყოფილვარ არასდროს ორსულად, თავს არ ვიცავ არანაირად.

პასუხი
პასუხი: ზოგადად,ძლიერ მტკივნეული მენსტრუაციები დაკავშირებულია ენდომეტრიოზთან,რომელსაც ასევე ახასიათებს ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილის განვითარება მისთვის არადამახასიათებელ  უბნებში. რაც შეეხება ექოსკოპიურ დასკვნას, აქ საყურადღებოა  მარჯვენა საკვერხეში არსებული ჩანართი, რომელიც შეიძლება იყოს ენდონეტრიოზის გამოვლინება, მაგრამ ამის დადასტურებისთვის საჭიროა ექოსკოპიის კონტროლი მენსტრუაციის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, რადგან ენდომეტრიუმის სისქის მიხედვით უახლოეს მომავალში დაიწყება მენსტრუაცია.  რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ორსულობა არ დგება, ენდომერიოზი ხშირად ხდება ორსულობის ხელის შემშლელი, ამდენად, საჭიროა სათანადო მკურნალობის ჩატარება და შემდეგ ორსულობის დაგეგმვა.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად