Tu shegidzliat amixsnat mokled da mciredi konsulta... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
09-10-2019

Tu shegidzliat amixsnat mokled da mciredi konsultaci gamiwiot

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: თქვენი მონაცემების მიხედვით ჩატარებულია HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსის) დნმ ტიპირება. ზოგადად, HPV მიეკუთვნება ვირუსების იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სხვადასხვა ტიპის დაზიანებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბო. მაგრამ არსებობს აღნიშნული ვირუსის უამრავი ტიპი, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე შესაძლოა გახდეს ასეთი დაზიანების  მიზეზი. სწორედ ამიტომ სკრინინგული კვლევის  მეთოდებიდან ერთ-ერთია კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება მიკროსკოპის საშუალებით) და პაპ ტესტი. ამ კვლევებში რაიმე დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, ტარდება უკვე HPV დნმ ტიპირება, რათა დადგინდეს ვირუსის კერძოდ რომელი ტიპით არის გამოწვეული დაზიანება. თქვენ შემთხვევაში HPV დნმ ტიპირებით  გამოვლინდა ვირუსის მე-16 ტიპი, რომელიც მიეკუთვნება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა კვლევის შემდგომი ეტაპის ჩატარება, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ყელის ბიოპსიას (საშვილოსნოს ყელიდან ხდება ქსოვილის ძალიან მცირე ნაწილის აღება და მისი ჰისტომორფოლოგიური შესწავლა), რაც ყველაზე მაღალი სიზუსტით დაადგენს რა ტიპის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში კი თუ დადასტურდება მაღალი ხარისხის დაზიანება, არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რომლის საშუალებითაც მარტივად შეიძლება პრობლემის მოგვარება. ამ ეტაპზე გესაჭიროებათ კვლევის სრულყოფა და დაზიანების ტიპის და ხარისხის დადგენა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად