. ანტისტრეპტოლიზინი O სისხლში მაქვს 1525, როგორც ვ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

08-10-2019

გამარჯობა. ანტისტრეპტოლიზინი O სისხლში მაქვს 1525, როგორც ვიცი მაღალია და ამ შემთხვევაში რა ხდება? რჩევები რომ მომცეთ რომ ექიმამდე ინფორმირებული ვიყო

პასუხი
-ანტისტრეპტოლიზინი არის ანტისხეული A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკის სტრეპტოლიზინის მიმართ. წარმოადგენს მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის მარკერს. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება რევმატული პროცესის დინამიკაში დასაკვირვებლად. იმდენად რამდენადაც ერთჯერად გამოკვლევას აქვს დაბალი პროგნოზული და ინფორმაციული მნიშვნელობა, რეკომენდირებულია გამოკვლევის დინამიკაში (1 კვირა) ჩატარება. ანტისტრეპტოლოზინის მომატება აღინიშნება ზოგიერთ ავადმყოფებში რევმატოიდული ართრიტით, მაგრამ ამ დროს მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე რევმატიზმისას. ანტისტრეპტოლოზინის ტიტრი შეიძლება აღინიშნებოდეს ასევე სტრეპტოკოკის მატარებელ ჯანმრთელ პირებს. ანტისტრეპტოლიზინის (რაოდენობრივი) დონის ცვლილება შეიძლება აღინიშნოს შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დროს:
• რევმატიზმი;
• მწვავე სტრეპტოკოკური ინფექცია (ანგინა, ქუნთრუშა, ქრონიკული ტონზილიტი, პიოდერმია, ოსტეომიელიტი);
• წითელი ქარი;
• მწვავე ნეფრიტი;
• მეტაბოლური სინდრომი;
• გლომერულონეფრიტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად