. ჩემი პატარა არის 18 დღის, სამშობიაროში გამიჭირდა... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

06-10-2019

-გამარჯობა. ჩემი პატარა არის 18 დღის, სამშობიაროში გამიჭირდა ძუძუთი ბავშვის გამოკვება და იქ ხწლოვნურს უმატებდნენ, თუმცა დაბადების 4 დღიდან უკვე ვაჭმევდი ძუძუს. სამშობიაროდან გაწერის შემსეგ ათ დღეში დაგვიბარა პედიატრმა და მყავდა მიყვანილი, აწონა და მატება ქონდა მხოლოდ 90 გრამი. ბავშვი დაიბადა 4.100. სამშობიაროდან გამოწწრის დღეს იყო 4.050. მითხრა, რომ მატება იყო ძალიან მცირე და ამიტომ მირჩია ხელოვნური საკვების დამატება ( ვუმატებ ფრისოს). ბავშვი ხშირ-ხშირად ითხოვდა საჭმელს, თითქმის ყოველ 2 საათში, მაგრამ ვატყობ რძე ახლაც კარჰად მაქვს. ვერ გამიგია რატომ არ ყოფნის. შეიძლება დედის რძე ნოყიერი არ იყოს? ან საკმარისად ცხიმიანი? სასაწყისში ვიწველიდი რძეს და ცხიმიანობა არ შემიტყვუა. იქნებ ამის გამო ვერ ნაყრდება? თუ არის რაიმე რაც ცხიმიანობას გაზრდის?

პასუხი
-ჰყოფნის თუ არა პატარას რძე ეს მარტივი შესაფასებელია, კერძოდ:
  • კვების შემდეგ ბავშვი კმაყოფილია, მშვიდადაა, იძინებს;
  • აქვს ნაწლავების რეგულარული მოქმედება, ზოგჯერ ყველა კვების შემდეგც კი;
  • წონის ნამატი კვირაში საშუალოდ 125-150 გრამია;
  • შარდავს დღე-ღამეში 6-8-ჯერ მაინც.
რაც შეეხება დედის რძის ანალიზს, ცხიმიანობის თვალსაზრისითაც და ზოგადად შემადგენლობით ქალის რძე დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც კი განსხვავებულია დედამ უნდა იცოდეს როგორ აწოვოს ბავშვს, რომ მან მიიღოს ყველა აუცილებლი კომპონენტი. ე.წ. "უკანა რძე" არის ცხიმიანი.
დედამ ორივე ძუძუ უნდა შესთავაზოს ბავშვს ერთი კვების დროს, თითო ძუძუ ბავშვმა 15-20 წუთის განმავლობაში უნდა წოვოს. ანუ ერთი სარძევე ჯირკვალი ბოლომდე უნდა დაიცალოს და თუკი პატარა ვერ დანაყრდა, შემდეგ გადაიყვანოთ მეორე ძუძუზე.
ინფორმაციისთვის! რძეს კვების დასაწყისში "წინა" რძე ჰქვია და იგი მდიდარია წყლით (ამიტომაც არ არის დამატებით წლის მიღების აუცილებლობა) და ღარიბია კალორიულად (ცხიმის შემცველობა დაბალი), კვების გაგრძელების კვალდაკვალ რძეში მატულობს ცხიმების შემცველობა, კალორიულობა, ეს არის "უკანა" რძე .ასე, რომ ხშირი შარდვა იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი ღებულობს საკმარისი რაოდენობით სითხეს "წინა" რძიდან, ხოლო მრავალჯერადი კუჭის მოქმედება კი მიანიშნებს საკმარისი კალორიების მიღებაზე "უკანა" რძიდან (შესაბამისად იშვიათი დეფეკაცია იმის მანიშნებელია, რომ "უკან" რძეს არასაკმარისი რაოდენობით ღებულობს პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ პატარამ ბოლომდე გამოწოვოს ძუძუ);
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შესაძლოა ბავშვს არ დაჭირდეს დამატებითი საკვების მიცემა.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდში დედის კვებას, რჩევები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=105863
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად