9 თვის ბავშვს ( ბიჭი) რომელი თევზი უნდა მივცე და რ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-10-2019

-9 თვის ბავშვს ( ბიჭი) რომელი თევზი უნდა მივცე და როგორ მოვამზადო, სახლში ვერ ვამზადებ და იქნებ მასწავლოთ როგორ მივცე ხაჭო და რომელი მადლობა წინასწარ იმედი მაქვს ჩემ კიტღვას უპასუხოთ არ დატოვებთ

პასუხი
-ხაჭო უნდა მისცეთ კვირაში 2-3-ჯერ. დაიწყეთ 1ჩაის კოვზით. ფაფაში ან ბოსტნეულის და ხილის პიურეში გასრესილი სახით.
დასაწყისში, უმჯობესია ბავშვს ხაჭო თავად მოუმზადეთ სახლის პირობებში, ამისთვის -ამ ასაკის ბავშვს უნდა მისცეთ შინ დამზადებული ხაჭო -1 ჩაის ჭიქა ქარხნულ რძეს დაამატეთ ჭიქა ქარხნული მაწონი, შეურიეთ და დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ, მასა აიჭრება, შემდეგ ყველაფერი საწურზე დაასხით, დააცადეთ, რომ წყალი გაიწუროს, საწურზე დარჩენილი ხაჭო კოვზით გახეხეთ და გამოიყენეთ, სასურველია ბავშვის მისცეთ მომზადებიდან 2-3 საათში; დანარჩენი შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში, შენახვა შესაძლებელია 2დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კი გადახვალთ 9%-იან ხაჭოზე.
თუ მზა ხაჭოს მიცემას გადაწყვეტთ, მაშინ 0% ხაჭო შეიძინეთ, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული იქნებით.
-ბავშვის მენიუში თევზი შეიძლება შევიდეს 8თვის ასაკიდან კვირაში ერთ-ორჯერ, 70-80 გრამი. როგორ მოვამზადოთ
თევზს ბასრი დანით გულდასმით ამოაცალეთ შიგნეულობა, ფხები და ძვლები, მოაჭერით თავი და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით. ხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, გირჩევთ, ჯერ ქვაბში აადუღოთ იმდენი წყალი, რომ თევზს კარგად (დაახლოებით 4-5 სმ-ით) ფარავდეს, ჩაყაროთ შიგ მარილი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო, ხახვი და მერე ჩააგდოთ თევზის ნაჭერი.
კარგად მოხარშულ თევზს ჩანგლის ჩხვლეტისას ნაჩხვლეტი ადგილებიდან გამჭვირვალე სითხე არ უნდა გამოუვიდეს. მოიხარშება თუ არა, ქვაბიდან ამოიღეთ და თეფშზე გასაცივებლად ცალ-ცალკე დააწყვეთ. ნახარშს ნუ გადაღვრით -ის თევზზე არანაკლებ სასარგებლოა. კარგად გაცივებული თევზი ხელით დააქუცმაცეთ, შეამოწმეთ, რომ ფხები არ შეჰყვეს.
საზოგადოდ, სასურველია, ბავშვისთვის უფხო თევზი შეარჩიოთ.
ჯობს გამოიყენოთ ახალი თევზი ან თქვენს მიერ ნაყიდი ცოცხალი თევზი, რომელსაც შემდეგ გაყინავთ.
რიგი საკითხები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თევზის შერჩევის დროს ნახეთ ბმულებზე
1. https://mkurnali.ge/pediatria/6632-romeli-thevzia-sauketheso-bavshvis-ganvitharebisthvis-da-ra-asakidan-unda-mivceth-pataras.html

2. https://mkurnali.ge/pediatria/6774-ra-movumzadoth-thevzisgan-bavshvs.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად