.მენსტრუაციის მოსვლამდე დამრჩა 10 დღე მკერდი დამეჭ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-09-2019

-გამარჯობათ.მენსტრუაციის მოსვლამდე დამრჩა 10 დღე მკერდი დამეჭიმა და გამეზარდა ძალიან დამიმძიმდა.მტკივა მარცხენა მხარეს გულის მხარეს მპრწკნის მომენტებში.მითხრეს ნერვოზმა იცის გულმკერდის არეში ტკივილებიო.მკერდს ფორმა არ აქ შეცვლილი არც ფერი და არაფერი უბრალოდ გაბერილობას ვგრძნობ და მტკივა დაჭიმულობასაც ვგრძნობ და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-მენსტრუაციის წინ ტკივილი პრედმენსტრუალურ სინდრომს ახასიათებს (ციკლური მასტალგია), ეს არის სარძევე ჯირკვლების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში და მცირდება და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას. ტკივილი შეიძლება მეტ-ნაკლებად იყოს გამოხატული ციკლის პერიოდში. მისი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია.
შეიძლება (მაგრამ არა ყოველთვის) ეს ტკივილი სარძევე ჯირკვლების დაავადების, მაგალითად, მასტოპათიის ნიშანი იყოს.
თუ დისკომფორტი გაგიგრძელდებათ მენტრუაციის დასრულების შემდეგ, მაშინ რეკომენდებულია, ჩაიტაროთ მამოლოგთან გამოკვლევა. ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ მენსტრუაციის მე-7-მე-12 დღეს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად