რა მაინტერსებს იცით, მეუღლეს აქვს აზოსპერმია და გ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

30-09-2019

გამარჯობათ რა მაინტერსებს იცით, მეუღლეს აქვს აზოსპერმია და გვინდა შიდა საშვლოსნო ინსემინაცია გავიკეთოთ ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მეულის სპერმის გამოყენება.?გვითხრა ექიმმა ინ ვიტრო განაყოფიერება მეუღლეს გაუკეთებდნენ მინი ოპერაციას და მოიპოვებდნენ სპერმას.მაინტერესებს ინსემინაციის დროსაც ესე ამოიღებენ თუ არა სპერმას?

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა 

პასუხი: ინსემინაციის შემთხვევაში, როგორც წესი, სპერმის მიღება არ ხდება ოპერაციული გზით, პარტნიორი დამოუკიდებლად იღებს სპერმას. ამდენად აზოოსპერმიის შემთხვევაში, ამ გზით მიღებული სპერმით ინსემინაცია, სავარაუდოდ, იქნება არაეფექტური. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, პროცედურამდე, შესაძლებელია პარტნიორის სათესლე ჯირკვლის ბიოპსია და თუნდაც ერთი სპერმატოზოიდის არსებობის შემთხვევაში, მისი მიღება. შემდეგ შესაძლოა მოხდეს კვერცხუჯრედის  განაყოფიერება და ემბრიონის ჩამოყალიბება. თუმცა, ამ პროცედურის წარმატება დამოკიდებული ძალიან ბევრ ფაქტორზე, რომელთაგან საყურადღებოა ქალის ასაკი, აქვს თუ არა მას ოვულაცია, შესაძლებელია თუ არა სტიმულაციის ჩატარება, რა არის პარტნიორის აზოოსპერმიის მიზეზი, რადგან  აზოოსპერმია შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ინფექციური ფაქტორით, ისე ჰორმონული დარღევებით, რომელთა მკურნალობა შეიძლება იყოს შედეგიანი. უფრო კონკრეტულად შანსების განსაზღვრა კი შესაძლებელია მხოლოდ დეტალური ინფორმაციის საფუძველზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: აზოსპერმია
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად