, ერთი წელია ან უფრო მეტი, რაც ყელიდან ამომდის პატ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

30-09-2019

-გამარჯობა, ერთი წელია ან უფრო მეტი, რაც ყელიდან ამომდის პატარ-პატარა მომწვანო შეფერილობის პურის ნამცეცების მაგვარი მრგვალი მასები, გორგლის მსგავსი. ეს არ არის საჭმლის ნარჩენი ან ნახველი, არც ბლანტია და არც შედედებული, არის მკვრივი შეკრული მასა, პურის ნამცეცებისხელა. ანუ ძალიან პატარები. მოკლედ ძალიან პატარა ქვებივითა, მაგრამ არც ქვასავით მაგარია, რადგან ადვილად ისრისება და აქვს ძალიან ცუდი სუნი. მაქვს შეგრძნება თითქოს ყელში ასეთი კიდევ ბევრი უნდა ბუდობდეს და ნაწილ ნაწილ ამოდიან, როცა ყელს დავძაბავ და ბოდიშით და ნერწყვს ამოვიღებ. რა შეიძლება იყოს ეს მასები და როგორ მოვიქცე?

პასუხი
-გაქვთ ქრონიკული ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში დაგროვილია ჩირქი საცობების სახით) და დროულად უნდა მიმართოთ ლარინგოლოგს.
რადგან ქრონიკულ ტონზილიტს ახასიათებს ხშირი გამწვავება და ადგილობრივი ჩირქოვან-ანთებითი (ანგინა მწვავდება წელიწადში, სულ ცოტა, 3-ჯერ, სასის ნუშურების ირგვლივ შეინიშნება ქსოვილების ანთება (მაგალითად, პარატონზილარული აბსცესი) ცვლილებები, თუმცა გართულებები მხოლოდ ლოკალური ცვლილებებით არ შემოიფარგლება და ხშირად იქცევა ისეთი დაავადებების მიზეზად, როგორებიცაა რევმატიზმი, რევმატოიდული პოლიართრიტი, გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების მხრივ და ა.შ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად