შევეცდები ძალიან დიდი ტექსტი არ გამომივიდეს და ძალ... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
25-09-2019

შევეცდები ძალიან დიდი ტექსტი არ გამომივიდეს და ძალიან არ შეგაწუხოთ. მოკლედ ვიმყოფეფი საზღვარგარეთ და როგორც ვფიქრობ მჭირდება თერაპევტის დახმარება რასაც ვერ შევძლებ.მოკლედ ზურგზე მაქვს გამონაყარი სამი ოთხი წელია. დერმატოლოგთან უშედეგო ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე რომ თავისით გაივლიდა მაგრამ არაფერი იცვლება. ასევე გულმკერდის მალების კიფოზი T5-T12 მიდამოში რაც იწვევს ყრუ ტკივილებს(4 საფეხური ათიდან) ბოლო წლებია ჯდომისას. დგომის სიარულის ან სირბილის დროს ყველაფერი კარგადაა მაგრამ სირბილის დროს ან დიდი ხნის შეუსვენებელი ცეკვის დროს ვგრძნობ ყრუ ტკივილს და მოჭერას ღვიძლის კერძოდ ნაღვლის სადინრის არეში. მაქვს სადინრის ექოსკოპია გაკეთებული და ყველაფერი ნორმაშიაო ასე მითხრეს. ძალაინ იშვითად მიგვრძნია მარჯვენა ლავიწის ქვეშ კისრისკენ ასევე ყრუ ტკივილი თითქოს რაღაც იფსკვნებაო მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელო ამ ყველაფერს რამე ერთი საერთო თუ შეიძლება ქონდეს ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად და ბოდიში რომ ამხელა ტექსტი შევადგინე თან არაკომპეტენტურად და თან პასუხს რომ მოველი. ყველაზე მეტად მადარდებს მუცლის ღრუს მიდამო თუ შეიძლება ეს ტკივილი ეგრედწოდებული ჭვალის გამო იყოს. მაგალითისთვის რომ ვთქვა როცა დავრბივარ ვგრძნობ ათასში ერთხელ არც ისე მწვავედ და მალევე გამივლის ხოლო მაგალითად თუ დიდი ხნის განმავლობაში ვცეკვავკ ღამის კლუბში(5-6 საათი) პირველი დღე ძალიან მთკივა მოძრაობისას ხოლო მეორე და მესამე დღეს თანდათან ნელდება ტკივილი და მეოთხე დღეს აბსოლიტურად ჩვეულებრივად ვარ. მოკლედ დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის და თუ შეგიძლიათ მითხრათ დაუყონებლივ რა შემიძლია გავაკეთო სანამ საქართველოში დავბრუნდები და შეძლებისდაგვარად გამოვიკვლევ. გმადლობთ

პასუხი
-ზურგზე გამონაყარი, ზურგის და მუცლის ტკივილი ერთმანეთთან კავშირში არ იქნება. ზურგზე გამონაყართან დაკავშირებით ინფორმაციის და რჩევების მისაღებად გადადით ბმულზე >>>https://mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=78318 და >>>https://mkurnali.ge/kosmetologia/3795-rogor-movishoroth-mutsukebi-zurgze.html .
კიფოზის დროს  დიდხანს ჯდომის შემთხვევაში მართლაც ჩნდება ტკივილი. ამიტომ უნდა ეროდოთ დიდხანს ჯდომას. თუ სამუშაოს გამო იძულებული ხართ, რომ დიდხან იჯდეთ, მაშინ უნდა 30-60 წუთში ერთხელ გააკეთეთ 2-3 წუთიანი შესვენება, წამოდექით, გაიმართეთ, გაიარ-გამოიარეთ და ჩაატარეთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში.
რაც შეეხება დიდხანს ცეკვის ან სირბილის დროს მუცლის ტკივილს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ დროს დიდ რაოდენობით სისხლი მიეწოდება ღვიძლს და ელენთას, ეს ორგანოები დიდდება, მათი კაფსულა იჭიმება და ეს იწვევს ტკივილს. გირჩევთ დიდხან არ ირბინოთ და აი იცეკვოთ (პერიოდულად შეისვენეთ ხოლმე), არ მიიღოთ ალკოჰოლი და იკვებეთ ჯანსაღად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად