. კითხვას დავიწყებ აქედან.. რამდენიმე დღის წინ გინ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

17-09-2019

-გამარჯობათ. კითხვას დავიწყებ აქედან.. რამდენიმე დღის წინ გინეკოლოგმა სარკით დამითვალიერა საშვილოსნო და შემდეგ ჩამიდგა სპირალი, მითხრა რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა საშოზე, სპირალის ჩადგმის შემდეგ მქონდა ციკლი 7-8 დღიანი საკმაოდ ჭარბი გამონადენით. თუმცა ჩემი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს... სპირალის ჩადგმამდეც და მის შემდეგაც, სქესობრივი კონტაქტის დროს მაქვს უსიამოვნო შეგრძნება ხოლო დასრულების შემდეგ, წვა, სპერმას მცირედად მოყვება ლორწოვან სისხლიანი გამონადენი და შემდეგი ორი დღის მანძილზე ღია მცირე ყავისფერი გამონადენი. რისი ბრალი შეიძლება იყოს? დავამატებ იმასაც რომ 3თვენახევრის გაკეთებული მაქვს მეორე საკეისრო კვეთა 2 წელიწადში, საკმაოდ უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა. მაქვს ყრუდ წელის ტკივილებიც, უმნიშვნელოდ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს მცირე სისხლიანი გამონადენიი, მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის შემდეგ? პოლიპი, ეროზია ან მსგავსი რომ ყოფილიყო, სარკით რომ დამითვალიერა საშო ხომ შეხედავდა ექიმი და მაშინ სპირალსაც არ ჩამიდგამდა. იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რისი ბრალია? ვნერვიულობ ძალიან, მეშინია კიბო არ იყოს. მიპასუხეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ.

პასუხი
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე - ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: სქესობრივი კონტაქტის შემდეგ სისხლიანი გამონადენი, სავარაუდოდ, მიანიშნებს რაიმე ინფექციის არსებობაზ, რაც სპირალის ჩადგმის წინ აერ გამოვლინდა. ასევე, გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს ეროზია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სარკით დათვალიერების დროს გამოჩნდებოდა. რაც შეეხება კიბოს, ეს ნაკლებ სავარაუდოა, საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთი გამომწვევია პაპილომა ვირუსი, რომელიც პირველ რიგში ვლინდება ეროზიით ან საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის რაიმე დაზიანებით, რაც თქვენს შემთხვევაში არ დაფიქსირდა. ზოგადად, პაპილომა ვირუსის ყველაზე ზუსტად დადგენა შესაძ₾ებელია მისი დნმ ტესტირებით. თქვენი ჩივილები, დიდი ალბათობით, დაკავშრებულია რაიმე ინფექციასთან(სოკოვან ან ბაქტერიულ ინფექციებთან) ამიტომ პირველ რიგში გირჩევთ ჩაიტაროთ ნაცხის საკონტროლო ანალიზი და სათანადო მკურნალობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად