, კითხვა მაქვს . ჩემს მეუღლეს აქვს ბუასილი . სისხ... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

16-09-2019

-გამარჯობათ , კითხვა მაქვს . ჩემს მეუღლეს აქვს ბუასილი . სისხლდენა არაქვს . გამოსულიაქვს სწორნაწლავი და უჭირს კუჭში გასვლაც . ალკოჰოლის მიღების შემდეგ მაქვსო სულ არა მაგრამ ხანდახანო 3 თუ 4 ჯერ მქონდა ასეთი შემთხვევაო ... რასმირჩევდით რომელი პრეპარატია მისთვის უკეთესი თუშეგიძლიათ რო დამეხმაროთ . მადლობა .

პასუხი
-ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის ორი გზაა: მედიკამენტური და ქირურგიული.
მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
კონსერვატიული მკურნალობა ანუ მკურნალობა მალამოებით და სანთლებით, მდგომარეობას დროებითი ამსუბუქებს, არ კურნავს.
მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს:
ფლებოტროპული პრეპარატის -დეტრალექსის მიღებას;
ბუასილის სამკურნალო მალამოებისა და სანთლების გამოყენებას;

მართალია ინდივიდუალობა და დაავადების ფორმა განსაზღვრავს შედეგს (ზოგჯერ საჭიროა სანთელი და მაზი კომბინაციაში, ან კომლექსურად ან მონაცვლეობით), მაგრამ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაზის გამოყენების შემთხვევაში უფრო სწრაფად მიიღება დადებითი შედეგი.
ამიტომ საფუძვლიანი მკურნალობისთვის პროქტოლოგს უნდა მიმართოთ.
პარალელურად გაითვალისწინეთ რჩევები:
ბუასილის გამწვავებას ხელს უწყობს ყაბზობა (კუჭის შეკრულობა), ამიტომ ამ დაავადების მქონენი ყოველნაირად (კვების რეჟიმით, მცენარეული საშუალებებით) უნდა ეცადონ, რომ აღიდგინონ კუჭის ნორმალური მოქმედება, ყაბზობის თავიდან ასაცილებლად შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. დღის განმავლობაში მიიღეთ 2ლიტრი სითხე მაინც.
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.
- არ გაიღიზიანოთ კუჭი სპირტიანი სასმელებით, ლუდით, ნუ შეჭამთ ზედმეტად მარილიან, მწარე, ცხარე პროდუქტებს.
-ერიდეთ ორგანიზმის გადაციებას, განსაკუთრებით –სხეულის ქვედა ნაწილში, ნურასოდეს დაჯდებით ცივ ადგილას (ქვის ან მეტალის ზედაპირზე).
- ერიდეთ ხანგრძლივად ფეხით სიარულს და ფეხზე დგომას.
- ყოველი ტუალეტის შემდეგ უკანა ტანი გრილი წყლით ჩაიბანეთ.
-ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი.
ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება საფაღარათო საშუალებები -წამლები, რომლებიც აჩქარებენ ევაკუაციას მსხვილ ნაწლავში (სენის ფოთლები, ალოე, აბუსალათინის ზეთი, ბისაკოდილი და სხვა).
გამოიყენება აგრეთვე პრებიოტიკები -საკვები დანამატები, რომლებიც ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანია ლაქტულოზა(დუფალაკი, ნორმაზე...). იგი უვნებელია.
სწორი ნაწლავის დაცლაში გვეხმარება სანთლები და ოყნა, ასევე -მათი კომბინაცია.

გასათვალისწინებელია, რომ საფაღარათო საშუალებებს აქვს გვერდითი ეფექტებიც: ელექტროლიტებისა და ვიტამინების კარგვა, მუცლის ტკივილი, ბოყინი, მეტეორიზმი, ნაწლავების ფლორის დარღვევა და სხვა.
მკურნალობაში შედის ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს განავლის ევაკუაციის სტიმულაციას. კარგია თვითმასაჟი -პაციენტმა უნდა ისწავლოს მუცლის მასაჟი, რომელიც კეთდება მსხვილი ნაწლავის მიმართულებით დილაობით საწოლში ხელის სმით, გრძელდება 5-10 წუთი. მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, მეტადრე -სათანადო კვებასთან ერთად, ხელს უშლის ყაბზობას.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად