. ექიმმა დამინიშნა რეაფემი 200მგ სანთლები. მაინტერ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
14-09-2019

გამარჯობა. ექიმმა დამინიშნა რეაფემი 200მგ სანთლები. მაინტერესებს შეიძლება თუ არა შეცვლა პერორალურად მისაღები აბებით? რა სხვაობას გამოიწვევეს და რა ხანგრძლივობით შეიძლება მიღება. გმადლობთ

პასუხი
ლალი ფხალაძე, მედიცინის დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი"იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი არჩილ ხომასურიძე"

პასუხი: რეაფემი არის მიკრონიზირებული ნატურალური პროგესტერონი, რომელიც ინიშნება ყვითელი სხეულის უკმარისობის დროს- ის შეიძლება დაგვჭირდეს  ორსულობის, მენსტრუაციული ციკლის  მეორე ფაზის უკმარისობის და ა.შ. შემთხვევაში. მისი მიღება შეიძლება როგორც ვაგინალურად, ასევე პერორალურად ანუ დასალევად, თუმცა რეკომენდებულია ვაგინალური მიღება უკეთ შეწოვის თვალსაზრისით. ანალოგიური მოქმედება აქვს დიდროგესტერონს, რომელიც არის ასევე ნატურალური პროგესტერონი და  რომელიც ინიშნება მხოლოდ აბების სახით დასალევად. ფარმაცევტულ ბაზარზე ის არის დუფასტონის სახელით და ხასიათდება სპროგესტერონის საკმაოდ კარგად გამოხატული  ეფექტით. ამდენად, თქვენ შეგიძლით ვაგინალური რეფემის ჩანაცვლება პერორალური დუფასტონის აბებით, თუ რეაფემის ფონზე გაქვთ არასასურველი გვერდითი მოვლენები. ეფექტის თვალსაზრისით არანაირი სხავაობა არ იქნება. დუფასტონის საშუალო თერაპიული დოზა არის 20მგ ანუ ერთი აბი ორჯერ დღეში-ორი აბი დღიურად. ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს შეიძლება დაინიშნოს დღიურად 4 აბიც.  მისი მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. პროგესტერონების ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა. ორსულობის დროს   ინიშნება, როგორც ადრეულ ვადებზე- ორსულობის შესანარჩუნებლად, ასევე გვიან ვადებზე- 20 კვირის შემდეგ ნაადრევი მშობიარობის პრევენცისათვის. გირჩევთ შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად