რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა მაქვს თვალის სიმშრალე დილით რომ ვიღვიძებ მარჯვენა თვალს ძლივს ვახელ თითქოს შიგნით რაიმე მიგდია რისი ბრალია?
პასუხი
-თვალის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი არაერთი პათოლოგიაა, მართალია დაავადება მძიმე არ არის, მაგრამ გასინჯვაა აუცილებელი იმისათვის, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი და დაინიშნოს ადექვატური მკურნალობა, აუცილებელია ოფთალმოლოგს მიმართოთ. მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი წვეთები. შეძლებისდაგვარად ერიდეთ დიდი ხნით ცხელ, მშრალ, თამბაქოსკვამლიან ოთახში ყოფნას; დაიცავით თვალის ჰიგიენა; კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია მცირეხნიანი შესვენებები; ჩაიტარეთ თვალის ვარჯიშები, რომლებიც ხშირ დახამხამებას ითვალისწინებს; ნუ გამოიყენებთ უხარისხო დეკორატიულ კოსმეტიკას; რადგანაც თვალის სიმშრალე სტრესს, გადაღლას და უძილობას უკავშირდება, დღის რეჟიმის დაგეგმვისას აუცილებელია ამ ფაქტორების გათვალისწინება.