. მაქვს შემდეგი პრობლემაა თუ არა არვიცი მაგრამ რაც... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
07-09-2019

-გამარჯობა. მაქვს შემდეგი პრობლემაა თუ არა არვიცი მაგრამ რაც არის. კუჭში გასვლა არ მინდება ანუ კვირაში ან 8 დღეში გავდივარ 2ჯერ დაახლოებით, თუმცა საკმაოდ ბევრს. ეს შეიძლება საჭიროებდეს მკურნალობას თუ ნორმალურია?

პასუხი
-ნაწლავთა მოქმედების "ნორმა" პირობითი ცნებაა. ზოგიერთს ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ აქვს, ზოგს კი კვირაში 2-3-ჯერ. ამ ფარგლებში მერყეობა ინდივიდუალურ ნორმად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც განავალი ადვილად, დაუძაბავად გამოიყოფა და გაფორმებულია ანუ არ არის ფაფისებრი ან წყლოვანი.
ხშირად ყაბზობა კვების ხასიათით არის გამოწვეული -მისი შეცვლის შემდეგ ნაწლავების ნორმალური მოქმედება თავისთავად, ექიმის ჩაურევლად აღდგება. ამისთვის საკმარისია:
  • ბოჭკოთი მდიდარი მეტი საკვების მიღება -ზოგიერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ შეკრულობის შემთხვევათა უმრავლესობა საკვებში ბოჭკოს დეფიციტით არის განპირობებული. ბოჭკოთი მდიდარია პარკოსნები, ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. განსაკუთრებით ეფექტურია ხორბლის ქატოში არსებული ბოჭკო -კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად 20-35 გრამს მიიღებთ.
  • უნდა ერიდოთ ბოჭკოთი ღარიბ საკვებს -ცომეულს, ფაფებს.
  • აუცილებელია მეტი სითხე. მისი უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი. ის მიღებულ ბოჭკოსთან ერთად არბილებს განავალს და აადვილებს ნაწლავთა მოქმედებას.
  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს რეგულარული ხასიათი საფაღარათო მედიკამენტების გამოყენებამ.
  • თავიდან უნდა ავიცილოთ სტრესი -სპეციალისტების აზრით, სტრესის ფონზე იზრდება ნაწლავის სპაზმის ალბათობა, რაც ტკივილს იწვევს და კუჭის მოქმედებას ართულებს. სტრესის საწინააღმდეგო ღონისძიებები -იოგა, მედიტაცია და ვარჯიში -ნაწლავთა მოქმედებას აუმჯობესებს.
  • აუცილებელია ნაწლავების დროული დაცლა -მოთხოვნილების ხშირი დათრგუნვა ასუსტებს დეფეკაციის რეფლექსს და ხელს უწყობს შეკრულობას.
დამატებითი რჩევების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

https://mkurnali.ge/gastroenterologia/1004-2009-03-11-12-17-18.html

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად