. გთხოვთ შეძლებისდაგვარად სწრაფად მიპასუხოთ. ვარ 1... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-09-2019

-გამარჯობა. გთხოვთ შეძლებისდაგვარად სწრაფად მიპასუხოთ. ვარ 16 კვირის ორსული. დღეს ბაზრობაზე ყოფნისას, ალბათ 2 საათის სიარულის შემდეგ, გავხდი ცუდად, ვიგრძენი რომ გულიც ამიჩქარდა, სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა, თითქოს ტანზეც გავიოფლე, ასევე დამისველდა ფეხის ტერფებიც. სიარულიც მიჭირდა, სუნთქვა გამიხშირდა, მეგონა წავიქცევითქო.(ანალოგიურად დამემართა გუშინაც, იგივე ბაზრობაზე ყოფნისას, მეორადების დიდი ბაზრობაა და შესაბამისად ცოტა მძიმე სუნია) (ანემია არ მაქვს). დღეს ქალმა კორსიზი მომაწოდა, არ მინდოდა დალევა, მაგრამ მითხრა შეიძლებაო, მხოლოდ 1 ტაბლეტი დავლიე, იქნებ მიშველოს-თქო. გარეთ რომ გამოვედი, ჩამოვჯექი ჰაერზე, თან საცხობში კრემიანი ფუნთუშა და ლობიანი ვიყიდე და თითქოს ძალიან მშიოდა, უცებ ნიავმა დაუბერა და გაოფლილზე ისე შემცივდა, რომ ამაკანკალა. რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ყველაფერი? ყველაზე მეტად იმ კორსიზზე ვჯავრობ, 1 ტაბლეტმა შეიძლება ნაყოფს რაიმე ავნოს? გმადლობთ.

პასუხი
-მიუხედავად იმისა, რომ ორულობის დროს კორსიზის მიღება არ არის ნაჩვენები და ზუსტად ვერ გეტყვით აისახება თუ არა მედიკამენტის მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე, თქვენ საჭიროებთ თქვენს გინეკოლოგთან ვიზიტს და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას, იმისათვის რომ გაირკვევს რამ გამოიწვევია თქვენი შეუძლოდ გახდომა, არის ეს გადაღლის და არასათანდაო გარემოს ბრალი, თუ რაიმე პათოლოგიით გამწვეული., უყურადღებოთ არ უნდა დატოვოთ ეს შემთხვევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად