, გთხოვთ მიპასუხოთ, ჩამიტარდა პაპ ტესტი, პასუხი უა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
07-09-2019

გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ, ჩამიტარდა პაპ ტესტი, პასუხი უარყოფითია . დიაგნოზი: NILM, კანდიდა. ასევე პარაბაზალური ტიპის უჯრედები საკმაო რაოდენობით (ჭეშმარიტი ეროზია? ) ეროზიის გამოსარიცხად ჩამიტარდა კოლპოსკოპიური გამოკვლევა. დიაგნოზი: ადექვატური კოლკოსკოპია-ტრანსფირმაციის ზონა (TZ) I ტიპის, დაბალი ხარისხის დაზიანება- Gr I (CIN1)? უმწიფარი მეტაპლაზია?ანუ პაპ ტესტში არ გამოვლენილა არანაირი დარღვევა და კოლკოსკოპია აჩენს პაპილომა ვირუსის ეჭვს? რა მეთოდით უნდა გამოვავლინო CIN 1 თუ უმწიფარი მეტაპლაზიაა? ძალიან დავიბენი და ავნერვიულდი, ძალიან გთხოვთ ამიხსნათ და დამაკვალიანოთ. დიდი მადლობა

პასუხი
პასუხი: თქვენი მონაცემების მიხედვით სანერვიულო არაფერია. ზოგადად, კოლპოსკოპიური და პაპ ტესტის მონაცემები ერთმანეთს ავსებენ და რადგან CIN1-ის დიაგნოზი არ დადასტურდა პაპ ტესტით, საშიში არაფერია. თვითონ CIN1-ც არ არის საგანგაშო, ის წარმოადგენს მხოლოდ პირველი ხარისხის დაზიანებას და ესაჭიროება კონტროლი 6 თვეში ერთხელ. კოლპოსკოპიურად, საშვილოსნოს ყელის გარკვეული უბნებში ცვლილებების გამოვლენა ხდება ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, პაპ ტესტით კი დგინდება ატიპიური (გადაგვარებული) უჯრედების არსებობა. ამდენად, ვინაიდან პაპ ტესტით უჯრედების ატიპია არ გამოვლინდა საშიში არაფერია. რაც შეეხება პაპილომავირუსულ ინფექციას- არსებობს მისი მრავალი  ტიპი, რომელთაგან  რამდენიმეა ონკოგენური. კოლპოსკოპიურად შესაძლებელია მათ მიერ გამოწვეული ცვლილებების დაფიქსირება, მაგრამ პაპ ტესტით  უფრო ზუსტადაა შესაძლებელი გადაგვარებული უჯრედების დიაგნოსტირება. პაპილომავირუსის დიაგნოსტირების საუკეთესო ტესტს კი წარმოადგენს HPV დნმ ტესტირება, რომელიც დაზუსტებით ადგენს თუ რომელი ტიპით მოხდა დაინფიცირება.


ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად