.ვარ 25წლის გოგო.13 წლის ვიყავი რომ დამიდგინდა ძგი... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

05-09-2019

-გამარჯობა.ვარ 25წლის გოგო.13 წლის ვიყავი რომ დამიდგინდა ძგიდის გამრუდება,თუმცა ექიმმა მაშინ არ გამიკეთა ოპერაცია,20წლის რომ გახდები მერე მოდიო.ცხვირით სუნთქვა მიჭირს მაგრამ არ ვხვრინავ ძილში.თუმცა ბოლო წლებია ვამჩნევ რომ არ მყოფნის ცხვირით შესუნთქული ჟანგბადი და არც პირით.თავიც ხშირად მტკივა.უჰაერობა მაქვს ხშირად.მალე ვიღლები.დილით დაღლილი ვიღვიძებ.ყურებშიც პერიოდულად დაგუბების შეგრძნება მაქვს.ამ უჟანგბადობის ფონზე თითქოს გულიც მიჩქარდება.ანემიაც მაქვს.ეს სიმპტომები შეიძლება რომ ძგიდის გამრუდებას დავაბრალო?რატომღაც ამის ბრალი მგონია.და მაინტერესებს ასეთი მდგომარეობის დროს ძგიდის ოპერაცია კეთდება თუ ჯერ სხვა მკურნალობას საჭიროებს?საშიში ხომ არ არის ასეთი სიმპტომების დროს ოპერაციის გაკეთება? და ეს სიმპტომები ეგრევე მომეხსნება ოპერაციის შემდგომ? მადლობა.

პასუხი
-ანემიის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, აღნიშნულ ჩივილებს ეს პათოლოგიაც იწვევს, თუ ცხვირის ძგიდის გამრუდება გაქვთ ოპერაცია აუცილებელია და რაც უფრო დროულად მოაგვარებთ ამ პრობლემას მით უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ვიზიტამდე გირჩევთ მიმართოთ ოჯახის ექიმს/თერაპევტს და თქვენი ჩივილების გათვალისწინებით ჩაგიტარდებათ გამოკვლევბი, სადაც გამოიკეთება ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი. შესაბამისად, გადაწყდება რა ეტაპზე რა დახმარებას საჭიროებს თქვენი ორგანიზმი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად