წავიკითხე თქვენი კითხვა პასუხის რეჟიმი შინაარსობრ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

26-08-2019

გამარჯობათ, წავიკითხე თქვენი კითხვა პასუხის რეჟიმი შინაარსობრივად და მინდა ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე მოგიყვეთ. ვარ 17 წლის გოგო წონაში 68 კილოგრამი და სიმაღლეში 1.51 . ვიცი რომ ჩემი სიმაღლე და წონა ძალიან შეუსაბამოა თუმცა წონაზე დავიწყე ზრუნვა და ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. საქმე სიმაღლეშია მინდა გაზრდადედაჩემი 1.52ა მამაჩემი 1.67 სადამდე მაქვს გაზრდის შანსი ?? პლიუს ჩემმა მასაჟისტმა მითხრა რომ მაქვს მომატების შანსი რადგან გამრუდება მაქვს ამწუთას და მასაჟებს ვიკეტებ და გამოსწორების მერე 34 სანტიმეტრს მაინც არმოვიმატებ?? ძალიან მაწუხებს ეს თემაა. ენდოკრინოლოგიურად ყველაფერი შევიმოწმე და ნორმაში მაქვს ყველაფერი. უბრალოდ ჭარბი წონა მაქვს და მიწირს საჭმელზე უარის თქმა და რომელ დიეტას ან რასმირჩევთ. ეს ორი კითხვა მაქვს ცოტა კი ჩავხლართე მაგრამ იმედია პასუხს გამცემთ . მადლობა

პასუხი
-მართლაც ჭარბი წონა გავთ, თქვენი იდეალური წონა იქნებოდა 48- კგ. გოგონები 18-19 წლამდე იზრდებიან, მაგრამ შემდგომ ასაკშიც ხდება ზრდა, რასაკვირველია, მინიმალური ზრდის სიჩქარით, მაგრამ - მაინც. ერთი სიტყვით, ყველაფერს განსაზღვრავს ზრდის ზონა. როცა ეს ზონები იხურება, ხაზოვანი ზრდა აღარ ხდება, უბრალოდ ძვლის გამსხვილების ხარჯზე ხდება მინიმალური ზრდა. ჩვენ არ ვიცით დახურული გაქვთ თუ არა ზრდის ზონები, ამის გამოსაკვლევად გადაიღეთ ძვლების რენტგენი. თუ ხერხემალი გამრუდებული და ვარჯიშით, მასაჟებით და ფიზიოთერაპიით მორხერხდა გასწორება, მაშინ რასაკვირველია მოიმატებთ სიმაღლეში. მაგრამ რამდენს, ამას ვერ გეტყვით.
გირჩვეთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.
გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს. არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
რაც შეეხება დიეტას, დღეს მთელიმსოფლიოს დიეტოლოგები და საერთოდ ექიმებ ერთხმად აღიარებენ ბელანსირებული და რაციონალური კვების უდიდეს მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის. მკაცრი დიეტის დაცვა დაუშვებელია, ჯერ ერთი ავნებთ თქვენს ჯანმრთელობას, მეორეც- სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში. მთავარია, იწსავლოთ სწორი კვება და ფიზიკურად იყოთ აქტიური. ადამიანი წონაში მატულობს მაშინ, როცა საკვების სახით მიღებული კალოერიების დახარჯვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ფიზიკურად გააქტიურება. ჩვენ ხშირად გვთხოვენ საიტის მომხმარებლები, ვასწავლოთ დიეტა. მათ ვაძლევთ რჩევებს, რომელიც მკაცრ შეწღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენც გვინდა იგივე რჩევები მოგცეთ. დაგვიჯერეთ, გაითვალისწინეთ ისინი და შედეგს აუცილებპად ნახავთ, თანაც ისწავლით სწორად კვებას:
- სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
- ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
- საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
- ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
- მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
- ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
- ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
- მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამიტომ გააქტიურდით ფიზიკურად.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად