ექიმო რამოდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა მოწია მ... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

25-08-2019

-გამარჯობათ ექიმო რამოდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა მოწია მარიხუანა, იქამდე კაი ხანი არქონდა მოწეული და რომ მოწია 5-10 წუთში მარტო იყო არ ლაპარაკობდა ჩვენთან და მშვიდად იჯდა, მერე თვალები ზემოთ აუვიდა და გონება დაკარგული თითქმის სულ ჰქონდა ჰქონდა, ჩვენ ვითომ წყალი შევასხით ვითომ კრიჭა იყოვო დაიძახეს და ამ დროს მარტო კბილებს უჭერდა ესეც იმიტომ რომ ასე მოსწონდა როგორც გამოფხიზლების მერე თქვა. მარტო პირი გავაღებინეთ იმ დროს ძლივს ძლივობით 3 წუთი იყო ასეთ მდგომარეობაშ, ჩვენ პანიკაში ჩავვარდით და მერე მოვიდა გონს და ძლივს წამოდგა, არწყევდა კიდეც. ის ღამე ძალიან ჰქონდა გონება დაბინდული და სიარული ძლივს შეეძლო ძლივს ლაპარაკობდა ეგეც უაზროდ ძაან. მერე მეორე დღეს რომ გაიღვიძა არაფერი სჭირდა ჩვეულებრივად იყო. და ასეთი მძიმე შედეგი მარიხუანამ რატომ გამოიწვია და იყო თუარა ეს კრიჭა? ან რამდენად საშიშია თუ ვინმე ამ სიტუაციაში ჩავარდა და რა მოვიმოქმედოთ? გთხოვთ დამეხმარეთ

პასუხი
-მარიხუანას როგორც ერთჯერადი ისე მრავალჯერადი მოწევის შემდგომ მოსალოდნელია გართულებები ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ფსიქო–ემოციური დარღვევით, გულ–სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაში აღმოცენებულ კლინიკური ნიშნებით, შესძლოა მძიმე გართულებებიც კი ახლდეს თან, როგორიცაა ტოქსიკური ფსიქოზი. მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ, შეიძლება სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს. რაც შეეხება დახმარებას, ასეთ დროს უნდა გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რათა არ განვითარდეს მძიმე ფორმის გართულება კომის ჩათვლითაც კი.
ტეგები: მარიხუანა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად