მოგესალმებით. ვარ 24 წლის,გათხოვილი. წინა თვეში მე... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
18-08-2019

მოგესალმებით. ვარ 24 წლის,გათხოვილი. წინა თვეში მენსტრუაცია მქონდა ძალიან მცირე რაოდენობით მიუხედავად იმისა რომ დანიშნული მქონდა დიუფასტონი მოსაწესრიგებლად. დღეს ციკლი დამეწყო თუმცა ისევ ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს,თან ახლდა ტკივილებიც. ამ თვეშიც ვსვამდი დიუფასტონს ექიმის დანიშნულებით. ასევე ამ თვეში მქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი,რადგან მსურს დაორსულება. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მენსტრუაციის შემცირების მიზეზი და რა ჰორმონები უნდა გამოვიკვლიო ასეთ შემთხვევაში? წინა თვეში პროლაქტინის ანალიზი გავიკეთე და ნორმაში მქონდა. აქვე დავამატებ რომ ვსვამ მეთიპრედს 17 ოჰ-ის დასაბალანსებლად.

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე


ზოგადად, მეთიპრედი არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე, კერძოდ თრგუბავს მის აქტივობას და ამცირებს  ჯირკვალში ჰორმონების სინთეზს, მათ შორის 17აOHP-ის სინთეზს, რომელიც ასევე გამომუშავდება ძალიან მცირე რაოდენობით საკვერცხეებშიც. მისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული გამონადენის შემცირება. სხვა მიზეზის დასადგენად თქვენ გესაჭიროებათ სისხლში გონადოტროპინების გასაზღვრა: FSH, LH, AMH, ასევე რეკომენდებულია ექოსკოპიური გამოკვლევა საკვერცხეების ფუნქციის შეფასების მიზნით. მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ მენსტრუაციული გამონადენი, სავარაუდოდ, დაუბრუნდება ნორმას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად