ვარ 37 წლის არა ნამშობიარები.ამ ბოლოს ნერვიულობით ... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

commerce
16-08-2019

გამარჯობათ,ვარ 37 წლის არა ნამშობიარები.ამ ბოლოს ნერვიულობით ღამეები არ მძინავს იმის შიშით რომ მაქვს სწორი ნაწლავის სიმსივნე.მაქვს კუჭ-ნაწლავის მოქმედება ხან მოწესრიგებული ხან არეული ანუ 2-3 დღეში ერთხელ.ამ ბოლო 1-2 თვის მანძილზე განავალი მაქვს დაწვრილებული ზოგჯერ მკვრივი,(ამ დროს ცოტა მიჭირს გასვლა) და ზოგჯერ ფაფისებრი ან შერეულივით (აშლილსაც ვერ ვიტყვი).მრჩება დაუცლელობის შეგრძნება,5-6 წლის უკან ექიმმა მითხრა რომ არაფერია მხოლოდ ჯიბე არისო და დამინიშნა 10 დღით გვირილის ნაყენით ჩაბანა. მაქვს დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება,ასევე ფხაჭვნის და ცოტა წვის შეგრძნება ანუსის თავზე.არასოდეს არ მქონია სისხლდენა თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას როდესაც ანუსუის თავი გარედან ჭინთვისას გაღიზიანდა, ისიც იყო ერთი წვეთი დაახლოებით ერთი წლის უკან. არვიცი რამდენად სწორედ აღვიქვი(მოხრილ მდგომარეობაში) რომ ვნახე სიღემეში 2სმ-ში თითქოს მრგვალივით იყო რაღაც . მგონი არც ლორწოვანი განავალი უნდა მქონდეს უკვე ნერვიულობით ვეღარ ვარჩევ არის თუ არა ლორწოვანი. რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა რადგან ყველგან წერია რომ განავლის ასეთი ცვლილება და დაუცლელობის შეგრძნება სიმსივნის ნიშანია.სანამ საქართველოში ჩამოვალ და ექიმთან მივალ შეიძლება რომ გვირილის ნაყენით ჩავიბანო და რელიფ ადვანსის სანთლები გავიკეთო? და სიმსივნის გარდა განავლის ასეთი ცვლილება ახასიათებს სხვა პრობლემებს? თუ ამ მდგომარეობით სასწრაფოდ უნდა მივმართო ექიმს

პასუხი
-განავლოვანი მასების ლენტისებური (წვრილი) ფორმა ყოველთვის სიმსივნურ დაავადებაზე არ მიუთითებს, ეს შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, საკვების გადამუშავების დარღვევის შედეგი. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროქტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელია. რაც შეეხება განავლის ფორმის ცვალებადობას (ხან მკვრივი, ან ფაფისებური), შეიძლება ამის მიზეზი დისბაქტერიოზი იყოს. თქვენ გვწერთ, რომ ექიმმა გითხრათ, რომ ჯიბე გაქვთ სწორ ნაწლავზე, ანუ ფისტულა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო სერიოზული მკურნალობა ვიდრე გვირილის ნაყენი (ანტიბიოტიკები, ფიზიოპროცედურები, გართულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო). რადგან ვარ ახერხებთ ექიმთან მისვლას (არადა საჭიროა), მოაწესრიგეთ კუჭის მოქმედება კვებით (<<< https://mkurnali.ge/gastroenterologia/1004-2009-03-11-12-17-18.html ამ ბმულზე ნახავთ, როგორ უნდა იკვებოთ), ჭამის შემდეგ დალიეთ მეზიმ ფორტე ან ფესტალი 2 აბი, გააძლიერეთ ჰიგიენა (შეგიძლიათ გვირილის ნაყენით ჩაბანაც). როგორც კი მოახერხებთ, მაშინვე მიდით პროქტოლოგთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად