გთხოვთ მიპასუხოთ.გავიკეთე ოპერაცია საშოს პოლიპზე დ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

14-08-2019

გთხოვთ მიპასუხოთ.გავიკეთე ოპერაცია საშოს პოლიპზე და პოსტოპერაციული მასალის ჰისტოპათოლოგიურ დიაგნოზს გიგზავნით. საკვლევი ფრაგმენტის ფიბროვასკულურ სტრომაში აღინიშნება ენდოცერვიკალური ტიპის ჯირკვლები,ალაგ დაფარული მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი ეპითელიუმით,აღინიშნება ლიმფო-ლეიკოციტური ინფილტრაცია,ალაგ პაპილური სტრუქტურები, ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიის ვრცელი კერები.დასკვნა პოლიპი ქრონიკული გამწვავებული ინფილტრაციული ანთებითი ცვლილებებით,ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზიის კერებით.გთხოვთ მიპასუხოთ რა საშიშროება არსებობს დაროგორ მკურნალობას საჭიროებს

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე


პასუხი: თქვენი ჰისტიპათოლოგიური პასუხის მონაცემების მიხედვით საშიში არაფერია. უბრალოდ გესაჭიროებათ რეგულარულად საშოს, საშვილოსნოს ყელის რეგულარული კონტროლი, კოლპოსკოპიის და პაპ ტესტის ჩატარება 6 თვეში ერთხელ. ასევე ექოსკოპიური გამოკვლევა საშვილოსნოს ღრუს პოლიპების კონტროლის მიზნით.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად