. ვარ 24წლის მყავს 5თვის პატარა. ორსულობაში აღმომა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

10-08-2019

-გამარჯობათ. ვარ 24წლის მყავს 5თვის პატარა. ორსულობაში აღმომაჩნა მიომატოზური კვანძი ზომით 25მმ. ორსულობაშიც ეს ზომა იყო და არ არის გაზრდილი . დაორსულებაში ხელი არშეუშლია და არც რამე სირთულესთან გვქონია საქმე გარდა იმისა რომ საშვილოსნოს დაწევა მქონდა და წოლითი რეჟიმი. მშობიარობითაც ვიმშობიარე. ექიმმა ეხოზე მითხრა რომ რაც მალე დავორსულდები მით უფრო კარგია ჩემთვის რადგან მიომა მაქვს. მაგრამ ჯერჯერობით არვაპირებ მეორე ბავშვს. და რამდენად სწორად მითხრა ექიმმა . ჯობს რომ მალე გავაჩინო მეორე ბავშვი?მადლობა.

პასუხი

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თინათინ ფირცხალავა იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელ-ი პროფ. ა.ხომასურიძე

პასუხი: ზოგადად, თუ მიომური კვანძი არის მცირე ზომების, არ იზრდება დინამიკაში, არ იწვევს სისხლდენებს, არ იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას, იგი არ არის საშიში და ესაჭიროება მხოლოდ დაკვირვება. მაგრამ დიდი ზომის კვანძი, ან კვანძი რომელიც იწვევს ხშირად სისხლდენას, ტკივილს, იზრდება დინამიკაში საჭიროებს ამოკვეთას. თქვენ შემთხვევაში 25 მმ თქვენი ასაკისთვის არ არის საგანგაშო, მით უფრო, რომ არ აღინიშნა ზრდის ტენდენცია ორსულობის დროს. ამდენად, თქვენ გესაჭროებათ ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევა 6 თვეში ერთხელ და უცვლელი მდგომარეობის შემთხვევაში დაგეგმოთ ორსულობა თქვენთვის სასურველ პერიოდში.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად