, ვარ 25 წლის ბიჭი, აქამდე არანაირი პრობლემა არ მქ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
09-08-2019

-გამარჯობა, ვარ 25 წლის ბიჭი, აქამდე არანაირი პრობლემა არ მქონია არც გულზე,არც კუჭზე და არაფერი.. 6 თვის წინ სისხლის ანალიზები ჩავაბარე და ყველაფერი ნორმაში მაქ. ბოლო დროს დამეწყო ეს პრობლემა რომ გულთან ბწკენები მაქ, ყრუ შინაგანი ტკივილები რომელიც წამიერად მაგრძნობინებს და მიქმნის დისკომფორტს, ძირითადად როცა საჭმელს შევჭამ მერე იცის ხოლმე, დილით და ღამე მოსვენებული ვარ, ძIლიც ნორმალური მაქ , სუნთქვითაც კარგად ვსუნთქავ, გული არ უნდა იყოს მგონი . არც აჩქარებები მაქ და ა.შ თან სამსახურში სულ ლობიან ხაჭაპურს ვჭამ და ამას ისიც ემატება რომ სიმძიმეს ვგრძნობ ხოლმე მკერდთან, ასევე საყლაპავ მილში და ყელთანაც სიმწვავეს ვგრძნობ .ვფიქრობ ჭამამ ხომ არ გამიღიზიანა რამე ორგანო?? მარა მაშ კუჭიც მეტკინებოდა, გულის მიდამოებში ვგრძნობ მხოლოდ ამ დისკომფორტს .მოძრაობის დროს არა, უბრალოდ რომ ვზივარ მაშინაც კი მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-რასაც თქვენ აღწერთ ეს ჩივილი კუჭიდან მომდინარეა. გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაქვთ. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება. ეს მდგომარეობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გასტრიტს, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს, ნაღველკენჭოვანი დაავადებას...
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გასტროენტეროლოგთან ვიზიტია საჭირო, პარალელურად უნდა მოიწესრიგოთ კვება.
კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს.
იკრძალება: უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი), კუჭის წვენის გამოყოფის ხელშემწყობი ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, ისპანახი, მჟაუნა), უმი კვერცხი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, შავი პური, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო, ცერცვი), ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ცხარე და მარილიანი კერძები, შაშხი, ალკოჰოლი.
ნებადართულია: ხორბლის პური, უცხიმო ფქვილის ნაწარმი, რძისა და გახეხილი ბოსტნეულის წვნიანი, უცხიმო ყველი, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ახალი (არა მჟავე!)  ხაჭო, ტკბილი ხილი, ჟელე, მურაბა, მოხარშული ბურღული (მანანი, ბრინჯი, შვრია, წიწიბურა), მაკარონი, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ბაცი ჩაი,  ახლად მომზადებული ხილის ტკბილი კომპოტი....
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად